logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თსუ-ში ახალი სტუდენტური სივრცე მოეწყო
თსუ-ში ახალი სტუდენტური სივრცე მოეწყო
10:54 30.06.2020
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე (მაღლივ) კორპუსში სტუდენტებისთვის სოციალური სივრცე მოეწყო. მაღლივი კორპუსის ფოიე თანამედროვე დიზაინის ავეჯითა და ტექნიკით აღიჭურვა. ახალი გარემო სტუდენტებს კითხვის, დასვენების, სოციალური ინტერაქციის საშუალებას მისცემს. პროექტი "საქართველოს ბანკის" ფინანსური მხარაჭერით განხორციელდა. ახალი სტუდენტური სივრცე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ, "საქართველოს ბანკის" ბრენდ-მენეჯერმა ალექსანდრე ჩიქობავამ დაათვალიერეს.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რამდენიმე მასშტაბური პროექტი აქვს წამოწყებული, რომელიც შეუფერხებლად მიმდინარეობს. "ახალი სასწავლო წლისთვის ვემზადებით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბევრი ახალი სტუდენტური სივრცე მოეწყო. ერთ-ერთია მეათე კორპუსის ფოიე, სადაც სტუდენტებისთვის არაჩვეულებრივი გარემო შეიქმნა. დიდი მადლობა "საქართველოს ბანკს" მხარდაჭერისთვის. ბევრი კორპუსის მოწესრიგება გვაქვს დაწყებული, მათ შორის არის მეორე კორპუსის სრული რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო და კვლევით ინფრასტრუქტურას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა," - განაცხადა თსუ რექტორმა.
"საქართველოს ბანკის" ბრენდ-მენეჯერის ალექსანდრე ჩიქობავას თქმით, უმნიშვნელოვანესია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს და პროდუქტიულს გახდის. "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში მაღლივ კორპუსში სამუშაო და მოსასვენებელი სივრცე შევქმენით, სადაც სტუდენტები შეძლებენ მეცადინეობას, დასვენებას, მეგობრებთან ურთიერთობას. ვფიქრობთ, ეს ადგილი სტუდენტებში ძალიან პოპულარული გახდება," - აღნიშნა ალექსანდრე ჩიქობავამ.
თსუ მეათე კორპუსში გასული წლის დეკემბერში კვების ახალი ობიექტი გაიხსნა, რომელიც თსუ სტუდენტებს შეღავათიანი ფასებით ემსახურება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად მიმდინარეობს. 2023 წლისთვის ყველა ძირითადი სასწავლო და კვლევითი სივრცე რეაბილიტირებული იქნება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა