logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ივანიშვილის თქმით, ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შეიქმნება
ივანიშვილის თქმით, ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შეიქმნება
20:18 09.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს თელავში გამართულ აქციაზე მოსახლეობას ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებასა და საუნივერსიტეტო ქალაქის აშენებას დაპირდა.

როგორც მან აქციაზე განაცხადა, აღნიშნული საკითხით პოლიტიკაში მოსვლამდეც იყო დაინტერესებული და მომზადებული ჰქონდა რამდენიმე პროექტიც.

„მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული საარჩევნო რეჟიმი მაქვს, მე დავიწყე ამ დაპირების შესრულება. სპეციალურად შევარჩიე სასოფლო-სამეურნეო გამოცდილებით და პროგრესული მიღწევებით ცნობილი ინდიანას შტატი და ველაპარაკე მის გუბერნატორს - მიჩ დანიელს“- განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ შტატში ერთ-ერთი უდიდესი უნივერსიტეტია, რომელსაც 13 ნობელიანტი კურსდამთავრებული ჰყავს.

მისივე ცნობით, გუბერნატორთან შეთანხმებით, ინდიანაში გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის ჯგუფი გაგზავნა.

ივანიშვილის განმარტებით, 12-14 სექტემბერს საქართველოში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ინდიანას ორი უდიდესი უნივერსიტეტის წარმომადგენლები მიიღებენ.

მისივე ცნობით, კონფერენციაზე საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხებს განიხილავენ. დისკუსიები გაიმართება და მოხსენებები მიეძღვნება საუნივერსიტეტო და პროფესიულ სწავლებას; თანამედროვე აგროტექნიკითა და ახალი სანერგე და სათესლე მასალებით ქვეყნის მომარაგებას და სხვა თემებს.

„აქამდე რა ტექნიკაც შემოდიოდა ჩვენს ქვეყანაში უმეტესად გამოუსადეგარია, რადგან არ ესადაგება ჩვენს სპეციფიკას, გრუნტსა და რელიეფს. ამიტომ, ჩვენ საქმიანი კავშირი უკვე დავამყარეთ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უცხოელ მწარმოებლებთან და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაუყოვნებლივ დავიწყებთ თქვენთვის ისეთი და იმ რაოდენობით ტექნიკის შემოტანას, რომელიც საქართველოში სჭირდება მეურნე კაცს“- აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება, როგორც სჩვევია, ამ საქმესაც ზერელედ ეკიდება, იმიტომაც ჰიბრიდული სიმინდი შემოიტანა და გლეხებს იძულებით დაათესინა.

„როგორ იზარალა ამით გლეხმაც და ქვეყანამაც, ჩემზე კარგად თქვენ იცით. მე გპირდებით, რომ ჩვენ გულდასმით შევისწავლით ყოველი რეგიონის საჭიროებას. ყველა რეგიონში დავრგავთ და გამოვცდით ახალ ნერგებსა და ჯიშებს. ჩვენ ეს საქმე 3 წლია დაწყებული გვაქვს, ამიტომაც შევქმენით წილკნისა და ჯიღაურას სანერგე მეურნეობები. ახლა ამ გამოცდილებას მთელ ქვეყანაში დავნერგავთ, ყველაფერს ჩვენს გლეხკაცს შევუთანხმებთ და მხოლოდ ასე მივიღებთ გადაწყვეტილებას“-აღნიშნა ივანიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა