logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
 გიორგი ცუცქირიძე: არ გამოვა, შაქარაშვილის გირგვლიანიზაცია, და წინასაარჩენო სლოგანად გადაქცევა, ამ ორ ტრაგედიას ერთმანეთთან საერთო არაფერი აკავშირებს
გიორგი ცუცქირიძე: არ გამოვა, შაქარაშვილის გირგვლიანიზაცია, და წინასაარჩენო სლოგანად გადაქცევა, ამ ორ ტრაგედიას ერთმანეთთან საერთო არაფერი აკავშირებს
15:59 28.06.2020
"არ გამოვა, შაქარაშვილის გირგვლიანიზაცია, და წინასაარჩენო სლოგანად გადაქცევა, მით უმეტეს ამ ორ ტრაგედიას ერთმანეთთან საერთო არაფერი არ აკავშირებს, არც პოლიტიკური და არაც კრიმინალური თვალსაზრისით" - ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანს ეხმიანება.

როგორც ცუცქირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, გარდაცვლილი ოჯახის ტრაგედიის ირინა ენუქიძის ტრაგედიასთან და მაღალჩინისნების თემასთან გაიგივების მცდელობა, არა თუ უსაფუძლო ან სამართლებრივი ნონსენსია, არამედ კიდევ ერთხელ ცხადყოფს "ნაციონალების" ირგვლივ მოდრეიფე ოპოზიციური ფლანგის სრულ იდეოლოგიურ და სამართლებრივ ფიასკოს, რაც სიცრუის ტირაჟირებაზე, ფეიკ ნიუსებზე, მოსახლეობის მიზანდასახულად შეცდომაში შეყვანაზე და ოცნების ხელისუფლების წარუმატებელ დემონიზაციაზე არის აგებული!



"მას შემდეგ რაც ოპოზიციამ სუფთად წააგო დებატები პარლამენტში, ხოლო მანამდე კოვზი ნაცარში ჩაუვარდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ახალი ცრუ შტურმი განახორციელა. ამჯერად, შაქარაშვილის თემა გირგვლიანის თემასთან გააიგივა და ბუნებრივია, ამ ორი ტრაგედიის ერთმანეთთან დაკავშირებით, შეეცადა ნაციონალების დროინდელი ანტიადამიანური და ანტიჰუმანური სისასტიკე დღევანდელობასთან დაეკავშირებინა. ნაციონალების და ზოგადად ოპოზიციის მხრადამჭერი ტელესივრცის გუშინდელი რეპორეტაჟები, აქ ვგულისხმობ როგორც ტვ 1, ასევე ტელეკომპანია "მთავარის" უშინდელ საღამოს ფართე ტირაჟირებით გასულ სიუჟეტებს.

ამ ადამიანებს რატომღაც ჰგონიათ, რომ მათსავით ქართულ საზოგადოებას რეტროგრადული ამნეზია სჭირს. არ გამოვა, ისტორიის გადაწერა და იმ სისხლიანი წლების ჩამოწერა, მით უმეტეს, როდესაც სანდრო გირგვლიანი, იმიტომაც იქცა საერთო ეროვნულ პროტესტად, რომ ის გაიტაცეს პოლიციის მაღალჩინოსნებმა, ნაციონალური ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების პირდაპირი დავალებით, და შესაბამისად, მისი მოკვდინებაც მთელი სისასტიკით და ცინიზმით, მთლიანად სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის სინდისზეა! და არც ის იყო შემთხვევითი, რომ სწორედ ამ არაადამიანურობის გამო, გამოუტანა ქართველმა ხალხმა მათ სამართლიანი განაჩენი 2012 წელს.

არ გამოვა, შაქარაშვილის გირგვლიანიზაცია, და წინასაარჩენო სლოგანად გადაქცევა, მით უმეტეს ამ ორ ტრაგედიას ერთმანეთთან საერთო არაფერი არ აკავშირებს, არც პოლიტიკური და არაც კრიმინალური თვალსაზრისით. დაწყებულია გამოძიება და უკვე 17 პირია მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში, და რაც მთავარია, გამოძიება გრძელდება.

გარდაცვლილი ოჯახის ტრაგედიის ირინა ენუქიძის ტრაგედიასთან და მაღალჩინისნების თემასთან გაიგივების მცდელობა, არა თუ უსაფუძლო ან სამართლებრივი ნონსენსია, არამედ კიდევ ერთხელ ცხადყოფს "ნაციონალების" ირგვლივ მოდრეიფე ოპოზიციური ფლანგის სრულ იდეოლოგიურ და სამართლებრივ ფიასკოს, რაც სიცრუის ტირაჟირებაზე, ფეიკ ნიუსებზე, მოსახლეობის მიზანდასახულად შეცდომაში შეყვანაზე და ოცნების ხელისუფლების წარუმატებელ დემონიზაციაზე არის აგებული!" - წერს ცუცქირიძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა