საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური
განვითარების ფონდმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის კომპიუტერებისა და პრინტერების შესაძენად ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს "იუ-ჯი-თი"-სთან ხელშეკრულება გააფორმა.
კომპიუტერებისა და პრინტერების შესყიდვა რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (SRMIDP) ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და კონტრაქტის საერთო ღირებულება 1,6 მილიონ ლარს შეადგენს.

















