logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ასოცირების შეთანხმების გაფორმების 6 წლის იუბილესთან დაკავშირებით საჯარო დებატები დასრულდა
ასოცირების შეთანხმების გაფორმების 6 წლის იუბილესთან დაკავშირებით საჯარო დებატები დასრულდა
13:44 28.06.2020
საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა (GIDE), საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის პროექტის "ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის" ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ საჯარო დებატებს ჩაატარა. პროექტის ეს კომპონენტი კონრად ადენაუერის სახელობის ფონდმა დააფინანსა.



ონლაინ საჯარო დებატები საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი მიზანია, სკოლის მოსწავლეებმა მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სიკეთეები მოუტანა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებამ.

მოსწავლეები შეირჩნენ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში არსებული დებატების კლუბებიდან, რომლებიც, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, წელს ძალიან აქტიურად მუშაობდნენ.



მოსწავლეთა მოტივაცია და პროექტში ჩართვის სურვილი მაღალი იყო. თავდაპირველად, საჯარო დებატებში განსაზღვრული იყო 30 მოსწავლის ჩართულობა, თუმცა, დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა მოსწავლეთა ინტერესები გაითვალისწინა და მათი რაოდენობა 40-მდე გაიზარდა.

პროექტში ჩართულ მოსწავლეებს ორი თვის განმავლობაში უტარდებოდათ ტრენინგები დებატების მიმართულებით. ისინი დაეუფლნენ ფორმალური დებატების ერთ-ერთ ფორმატს. მოსწავლეებთან მუშაობა მიმდინარეობდა სიტყვით გამოსვლის ტექნიკების შესწავლის კუთხით. ჩაუტარდათ როგორც თეორიული, ასევე - პრაქტიკული ლექცია-სემინარები. გარდა დებატების დაუფლებისა, მოსწავლეები აქტიურად იყენებდნენ მათთვის საგანგებოდ შექმნილ საკვლევ პაკეტსაც. მოწვეულმა ექსპერტებმა საგანგებოდ მოსწავლეებისთვის შექმნეს თემატური ვიდეოლექციები, რომლის საფუძველზეც მოსწავლეები კიდევ უფრო სიღრმისეულად გაეცნენ ასოცირების ხელშეკრულებას.



მოსწავლეების მონაწილეობით პროექტის ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის ფარგლებში გაიმართა 6 საჯარო დებატი. მოსწავლეებმა განსახილველად წარმოადგინეს შემდეგი მიმართულებები: ფორმალური და არაფორმალური განათლება, გარემოს დაცვა, ეკონომიკა, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა და სხვა აქტუალური საკითხები. ყველა მათგანს გადაეცა ფასიანი პრიზები.

პროექტში მონაწილეობა ჯამში 300-მდე ადამიანმა.



პროექტი თანხვედრაშია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან და ეფუძნება პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ კონსტრუქციულ საგანმანათლებლო კონცეფციას და განსაზღვრავს იმ ხუთ ძირითად საგანმანათლებლო პრინციპს, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს სწავლა-სწავლების პროცესს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა