logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სურსათის ეროვნული სააგენტო ტურისტულად აქტიურ რეგიონებს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტო ტურისტულად აქტიურ რეგიონებს ამოწმებს
12:07 27.06.2020
სურსათის ეროვნული სააგენტოს როტაციის პრინციპით დაკომპლექტებული ინსპექტირების ჯგუფები ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით აჭარაში ობიექტებს ამოწმებენ და გასცემენ რეკომენდაციებს. სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის წესების დაცვისა და სურსათის უვნებლობის სხვა მაჩვენებლებზე მიმდინარე კვირის განმავლობაში შემოწმდა 100-მდე სასურსათო ობიექტი, საწყობი, ხორცის მაღაზია და კვების ობიექტი.

სურსათის უვნებლობის მოთხოვნების პარალელურად, სააგენტო ახორციელებს მონიტორინგს „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ უსაფრთხოების წესებზე და გასცემს რეკომენდაციებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტო წელსაც აქტიურად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს ტურისტულად დატვირთულ რეგიონებში. ჩვენი პრიორიტეტია უვნებლობის სტანდარტების მაქსიმალური დაცვა, რაშიც გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა იმისათვის, რომ ტურისტული სეზონი წარმატებულად ჩატარდეს და დაცული იყოს მომხმარებლის ინტერესები და ჯანმრთელობა, მუდმივად ვთანამშრომლობთ ბიზნესსექტორთან და აქტიურად ვაგრძელებთ კონტროლს,” - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ

მიმდინარე წელს აჭარის რეგიონში 1170 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, გამოვლინდა 293 -მდე დარღვევ (ტემპერატურული რეჟიმის, ეტიკეტირების წესის, სურსათის შენახვა-რეალიზაციის ვადების ), რაზეც სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა