logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: გარემოსდაცვითი მიმართულებით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, კომპლექსური რეფორმა ჩატარდა“
ლევან დავითაშვილი: გარემოსდაცვითი მიმართულებით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, კომპლექსური რეფორმა ჩატარდა“
18:24 26.06.2020
„გარემოსდაცვითი მიმართულებით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, კომპლექსური რეფორმა ჩატარდა. ეს უკავშირდებოდა ნარჩენების მართვის ახლებურ მიდგომებს, რომელიც მწვანე ეკონომიკის, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებს ამკვიდრებს. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა უკავშირდება ტყის კოდექსის მიღებას; პარალელურად, ჩვენ უკვე დავიწყეთ შესაძლებლობების განვითარება ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით. დაიწყო საქმიანი ეზოების მოწყობა და სამეურნეო საქმიანობების აღდგენა ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ისე, რომ მერქნულ რესურსზე გაჩნდეს წვდომა, როგორც ბიზნესისთვის, ისე ფიზიკური პირებისთვის, რათა მანკიერი პრაქტიკა სოციალური ჭრების ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. ამ კუთხით, მე ვფიქრობ, 2020 წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი. დაცული ტერიტორიებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ბუნებისა და გარემოს დაცვა რამდენად პრიორიტეტულია ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი სამინისტროსთვის, ვფიქრობ, ამაზე რიცხვები მეტყველებს. პრემიერმა აღნიშნა, რომ 200 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია ემატება დაცულ ტერიტორიებს. დაახლოებით, 600 000 ჰექტრამდე იყო და 30%-ით იზრდება ქვეყანაში დაცული ტერიტორიების ფართობი. დაცული ტერიტორიების ფართობის ასეთი უპრეცედენტო ზრდა აქამდე არ ყოფილა. თუმცა, ფართობის ზრდა არის ერთი ნაწილი და მეორე არის ხარისხობრივი გაუმჯობესება, მათ შორის, სხვადასხვა კატეგორიის შემოღება უკვე არსებულ დაცულ ტერიტორიებზე, რომელიც ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის შენარჩუნების უკეთეს საშუალებას მოგვცემს და მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ეკოტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა. ამ მიმართულებით, დაახლოებით, 55 მილიონ დოლარზე მეტია კერძო ინვესტიციები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კომენტარი პარლამენტში გააკეთა, სადაც პრემიერ-მინისტრი მთავრობის საქმიანობის 2019-2020 წლის ანგარიშს წარადგენს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა