სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მომავალ კვირაში ბაგრატის რესტავრირებული ტაძრის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც მან სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებაზე განაცხადა, დაგეგმილია ტაძრის კურთხევა და ასევე წირვა-ლოცვის ჩატარება, რაც მისივე თქმით, საქართველოს ეკლესიის ისტორიაში უდიდესი მოვლენაა.
უწმინდესმა ყველას მოუწოდა მომავალ კვირაში ბაგრატის ტაძარში წირვას დაესწრონ.
„მეფე ბაგრატი ამ ტაძრის აღმშენებელი და საქართველოს გამაერთიანებელია, ამიტომ, ყველას - პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობას, სრულიად საქართველოს ვიწვევ ბაგრატის ტაძარში. ღვთის მადლი ყველამ უნდა მიიღოს ამ დიდი და მადლიანი ტაძრიდან“ - ბრძანა უწმინდესმა.

















