ვაკეში წუხელ ხე წაიქცა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. "პარტიზანი მებაღე" ნატა ფერაძე
ხის წაქცევაში მერიას ადანაშაულებს.
“რეაბილიტაციის პირველი დღიდან ჩვენ დავდევთ მერიას და არაერთი პოსტი დაგვიდია ფოტოებით, როცა ჰორიზონტალურ ფესვებს, რომელიც აქვს ხეს, იმისთვის რომ გაიმაგროს თავი, "ბარგალკით" და "დრუჟბით" უჭრიან. ძალიან ეცადნენ და უზარამაზარი არხი ჩაჭრეს. გვერდზე ხე როდის წაიქცევა, არავინ იცის. იგივე ხდება 55-ე სკოლასთან, იგივე ხდება მზიურთან და ეს უტიფარი რომ ამბობს, ძლიერი ქარი იყოო, ეს ხეები უძლებენ გრიგალს და გაუძლებდა კიდეც, კალაძე, რომ არ შემოსეოდა, - ამბობს ნატა ფერაძე.

















