logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი  აზარტული თამაშების რეგულირებაზე:  ჩამოყალიბებულია კანონპროექტი, სადაც ყველას წინადადებები გათვალისწინებულია
გიორგი ვოლსკი აზარტული თამაშების რეგულირებაზე: ჩამოყალიბებულია კანონპროექტი, სადაც ყველას წინადადებები გათვალისწინებულია
14:20 24.06.2020
"ჩამოყალიბებულია კანონპროექტი, არის მიდგომები, სწორი ხედვა. ყველასთვის მისაღებია და მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყნიდან უკონტროლოდ გაედინება ვალუტა, თანხა და არა არის კონტროლი საგადასახადო სისტემაზე. ეს მოგვარდა და მეორე, სოციალური ნაწილია, რომელიც უნდა მოგვარდეს. მზად არის ყველაფერი, დევს. ამიტომ, მუშაობაა საჭირო და მუშაობას ვერ შეცვლის ეს ემოციური განცხადებები, რომელიც თითქოს რაღაც პოლიტიკურ სპეკულაციაში გადადის",-ამის შესახებ პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს.



გიორგი ვოლსკის განცხადებით, საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, არსებობს მთავრობასთან საკონსულტაციო ჯგუფი და მზადაა დოკუმენტი, სადაც ყველას წინადადებები გათვალისწინებულია.



"ამ თემას აქვს ორი ნაწილი - ერთი არის საბიუჯეტო ზედამხედველობა და კონტროლი და შეიძლება მომავალში გატანაზე და ლოკაციის შეცვლაზე ვისაუბროთ. რეკლამა არც მე არ მომწონს - შემოდიხართ და საქართველო, ასეთი დიდი კულტურის, დიდი წარსულის არაჩვეულებრივი გარემოს და ხალხის ქვეყანა წარმოდგენილია, როგორც გემბლინგის ადგილი, მაგრამ, ეს ყველაფერი წერია კანონპროექტში და ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარე აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებას. არ არის ისე, რომ აიღო და ჩაკეტო. ჩაკეტავ და გადავა იატაკქვეშ და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება, ისე როგორც იატაკქვეშ გადავიდა ამერიკაში თავის დროზე ალკოჰოლის გაყიდვა და მაფიოზური სისტემა ჩამოყალიბდა. ფრთხილად უნდა ყველაფერს მიდგომა, როგორ შეიძლება ყველაფერზე ასეთი განცხადებების გაკეთება და კიდევ მიანიშნო და ხალხი გააღიზიანო, რომ ვითომ ამის ინტერესი ვინმეს გააჩნდეს. ამ საკითხზე ვმუშაობთ, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, არსებობს მთავრობასთან საკონსულტაციო ჯგუფი. ჯგუფის არსებობა თავისთავად არაფერია, თუ დოკუმენტი არ დევს. დოკუმენტიც დევს, ყველას წინადადებები გათვალისწინებულია. რეგულირებაა საჭირო, ისეთი თემის, რომელსაც როგორც კი ჩაჭრი, გადავა ისეთ სუბსტანციაში, რომელსაც ვეღარც ჩაჭრი და იქეთ შეიძლება ხელი მოგაჭრას თუ თავი არა",-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა