logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკოლიდერთა სკოლაში სწავლა დაიწყო
ეკოლიდერთა სკოლაში სწავლა დაიწყო
13:28 24.06.2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ეკოლიდერთა სკოლაში სწავლა დაიწყო.

სასწავლო კურსი ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა და ყურადღება გაამახვილა ეკოლიდერთა სკოლაში მონაწილეთა შესაძლებლობაზე თანამედროვე სწავლების მეთოდებით გაიღრმავონ ცოდნა გარემოსდაცვით სფეროში, გაეცნონ სფეროში არსებულ გამოწვევებსა და საპასუხო ქმედებებს, შეიძინონ თანამოაზრეები და მათთან ერთად პრაქტიკაში განახორციელონ საინტერესო პროექტები, აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მომავალ ღონისძიებებში.

ეკოლიდერთა სკოლაში მონაწილეეები შეირჩა კონკურსის საფუძველზე, სადაც 3 კვირის განმავლობაში სხვადასხვა გარემოსდაცვით თემაზე გაიმართება დისტანციური შეხვედრები, ონლაინ სემინარები. ეკოლიდერები კვალიფიციური ადამიანიების დახმარებით გაეცნობიან პლანეტის თანამედროვე გამოწვევებს და იმსჯელებენ პრობლემების გადაჭრის გზებზე, მიიღებენ ცოდნას გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ, განივითარებენ კრიტიკული აზროვნების, საკუთარი მოსაზრების დაცვისა და გუნდური მუშაობის უნარებს.

ეკოლიდერთა სკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწალო პროგრამაა, რომლის მიზანიც ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ საქართველოს ბიომრავალფეროვნების როლი და გაეცნობიან ბიომრავალფეროვნების დაცვის მექანიზმებს, მიიღებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას გარემოსდაცვითი კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში, გაეცნობიან გარემოსდაცვითი პროფესიების მნიშვნელობასა და პერსპექტივებს.


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული პანდემიის გამო საგანმანათლებლო ღონისძიებებს კვლავაც დისტანციურად განაგრძობს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა