თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა. არსებული ინფორმაციით, დაინფიცირებული პაციენტი
ყარაჯალის მკვიდრის, 63 წლის დაინფიცირებული ქალის სიძეა.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანელ შუახნის ქალს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. პაციენტს თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ.

















