logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქვემო ქართლში რწყვის სეზონი დადგენილი გრაფიკით მიმდინარეობს
ქვემო ქართლში რწყვის სეზონი დადგენილი გრაფიკით მიმდინარეობს
12:35 24.06.2020
სარწყავი სეზონის მიმდინარეობასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ და მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა სარწყავი ინფრასტრუქტურა სეზონს მომზადებული შეხვდა და მხარეში რწყვის სეზონი დადგენილი გრაფიკით მიმდინარეობს. ძირითად სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს წყალი შეუფერხებლად მიეწოდება. თუმცა, არის ლოკალური შემთხვევები, როდესაც ავარიული გამორთვის შედეგად, წყლის მიწოდება დროებით იზღუდება, რაც მელიორაცის სამსახურის მყისიერი რეაგირების საგანი ხდება.
2020 წელს ქვემო ქართლში კომპანიამ სამელიორაციო ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაოები 2021 წელსაც აქტიურად გაგრძელდება, რაც კიდევ უფრო გაზრდის რეგიონში წყალუზრუნველყოფილი ფართობების რაოდენობას.

შევხედრაზე აგრეთვე ისაუბრეს მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც სოფლის მეურნეობაში, კერძოდ კი მელიორაციაში დახმარების მნიშვნელოვან პაკეტს მოიცავს.

საქართველოში, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით:

• შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული 8 000 000 ლარამდე ოდენობის დავალიანება, რომელიც 2020 წლამდე წარმოიქმნა, სრულად ჩამოეწერება 42 000-მდე ფერმერს;

• 42 ათასზე მეტი ფერმერი 2020 წელს სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდება, რაც 1 ჰექტარზე 75 ლარამდე გადასახადს გულისხმობს.

დახმარება განკუთვნილია ყველა ფერმერისთვის, ვინც სარგებლობს ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებით10 ჰექტარამდე მიწის ფართობზე.

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მუნიციპალიტეტების მერები და საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა