logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერ-მინისტრმა NCDC-ის და ლუგარის ცენტრის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა
პრემიერ-მინისტრმა NCDC-ის და ლუგარის ცენტრის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა
12:18 24.06.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს ქვეყნისა და მოქალაქეების დაცვისთვის გაწეული ფასდაუდებელი სამუშაოსთვის მადლობას უხდის. მთავრობის მეთაური, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში იმყოფებოდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრისას, გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა NCDC-ის უდიდეს წვლილს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში და აღნიშნა, რომ სწორედ ცენტრის დამსახურებით, საქართველომ, ჯერ კიდევ პანდემიის გამოცხადებამდე, მნიშვნელოვანი პრევენციული ზომები გაატარა. პრემიერის შეფასებით, ცენტრის თანამშრომელთა პროფესიონალიზმისა და უდიდესი ძალისხმევის შედეგია ის, რომ ქვეყნის ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე კონტროლირებადია, რამდენადაც კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში - ეპიდზედამხედველობაში, კონტაქტების გამოკვლევაში, ლაბორატორიულ დიაგნოსტირებაში, კოორდინაციაში საკვანძო როლს სწორედ NCDC-ი ასრულებს.

პრემიერი ასევე გაეცნო ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მუშაობის ძირითად პრინციპებს, რომელიც საქართველოში აშშ-ის მხარდაჭერით შეიქმნა და 2013 წლის მაისში მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადასცა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ პრემიერ-მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ კვლევების, მათ შორის COVID-19-ის კვლევების შესახებ, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის ტარდება. ლუგარის ცენტრმა COVID-19-ის კვლევები 30 იანვრიდან დაიწყო. ტესტირების გაფართოებასთან ერთად დიაგნოსტირებაში ჩაერთო 18 ლაბორატორია. თუ მარტში დღიურად 73 კვლევა ტარდებოდა, ზაფხულის პერიოდში ტესტირება გაფართოვდება და აგვისტოში ეს რიცხვი 4 000-ს მიაღწევს, ხოლო შემოდგომისთვის, დღეში 10 000-მდე ნიმუშის ტესტირება იგეგმება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლესი სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორიის საქართველოში არსებობა ქვეყანას აძლევს საშუალებას, ეფექტიანად შეძლოს სხვადასხვა საშიში დაავადების დიაგნოსტირება და ეპიდზედამხედველობა, რიგ შემთხვევაში კი - რეგიონში ექსკლუზიურადაც. გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომლის მხარდაჭერის შედეგად, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი დღეს წარმატებით ფუნქციონირებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მიღებული დროული და ეფექტიანი გადაწყვეტილებებისთვის, რომელთა შედეგია ის, რომ COVID-19-თან ბრძოლაში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები სამაგალითოა როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყნისთვის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა