logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აჭარის მთავრობა განცხადებას ავრცელებს
აჭარის მთავრობა განცხადებას ავრცელებს
11:58 24.06.2020
აჭარის მთავრობა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვასაჯაროებთ აჭარის მთავრობის აპარატში დაცულ ინფორმაციას სარეზერვო ფონდიდან თანხების განკარგვის თაობაზე.

ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება დეზინფორმაცია და ადგილი აქვს მიზანმიმართულ მცდელობას მოახდინონ აჭარის მთავრობის მხრიდან მოსახლეობის მიმართ სოციალური თუ ჯანმრთელობის პრობლემასთან დაკავშირებით გაცემული კომპენსაციების და დახმარებების დისკრედიტაცია.

ბოლო 2 წლის განმავლობაში მოქალაქეთა დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის მიზნით გაცემულია დახმარება 600-მე მეტ მოქალაქეზე, დაფინანსდა მედიკამენტები, ქირურგიული ოპერაციები, გაიცა კომპენსაციები სოციალურად დაუცველი ოჯახების მიმართ.

სარეზერვო ფონდის საშუალებით გადარჩა ასობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ათობით ოჯახს შეექმნა ცხოვრების ადამიანური პირობები, ჩვენს მოქალაქეებს მოუგვარდათ უმწვავესი სოციალური პრობლემები. ოპონენტების მცდელობას ჩრდილი მიაყენონ მთავრობის გადაწყვეტილებებს, დარჩება წარუმატებელი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯანმრთელობის და სოციალური მიმართულებით დახმარება გაიცემა სტანდარტული პროცედურის შესაბამისად.

აჭარის მთავრობის აპარატში 2020 წლის მარტის თვეში შემოვიდა მოქალაქეების მ.ქ და ნ.ფ წერილები, სადაც აღწერილი იყო განმცხადებლების ოჯახების სიდუხჭირე, მედიკამენტების საჭიროება და ჯანდაცვის პრობლემებთან დაკავშირებით შექმნილი მძიმე მდგომარეობა, რაც გამოწვეული იყო სოციალურად დაუცველობით (სოციალური ქულა 63 080) ოჯახის წევრების უმუშევრობით. განმცხადებლები, მთავრობისგან მოითხოვდნენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას (იხილეთ განცხადებები პერსონალური მონაცემთა დაცვის იდენტიფიცირების გარეშე).

მოქალაქეთა წერილები გადაეგზავნა უფლებამოსილ უწყებებს და კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ გაიცა აღნიშნული ერთჯერადი სოციალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით (2020 წლის 19 მარტს და 2020 წლის 24 მარტს).

საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე 18-ე მუხლის თანახმად მთავრობის თავმჯდომარის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხების განკარგვა.

საგულისხმოა, რომ სარეზერვო ფონდის განკარგვის შესახებ ანგარიში ყოველწლიურად ეგზავნება აჭარის უმაღლეს საბჭოს, განკარგვის პროცესი არის გამჭვირვალე და ყველა დეპუტატს და დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაეცნოს', - ნათქვამია განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა