logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს
აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს
11:07 24.06.2020
აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს. ვირტუალურ გამოსაშვებ ცერემონიაზე, რომლის მასპინძელიც პროგრამის პარტნიორი - „საქართველოს საერთაშორისო სკოლა - ახალი სკოლა” იყო, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ბ-ნი მიხეილ ჩხენკელი, ევროკომისარი საბიუჯეტო და ადმინისტრირების საკითხებში, ბ-ნი იოჰანეს ჰანი, ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ბ-ნი ოლივერ ვარჰელი, იუნოპსის გენერალური მდივანი და აღმასრულებელი დირექტორი, ქ-ნი გრეტა ფარემო და სხვა ოფიციალური პირები. ღონისძიება ვირტუალური პლატფორმის - ზუმის საშუალებით ჩატარდა და მას 1000-მდე სტუმარი ესწრებოდა.

„მჯერა, რომ საქართველოში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში მიღებული განათლება თქვენი მომავალი საქმიანობისთვის არაჩვეულებრივ საფუძველს შექმნის. წინ შესაძლებლობებით სავსე ცხოვრებას გისურვებთ, რათა წარმატებას მიაღწიოთ პირად, სოციალურ და პროფესიულ ცხოვრებაში და გახდეთ თქვენი ქვეყნების აქტიური მოქალაქეები. ძირეულ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული განათლება თქვენი მომავლისთვის განხორციელებული ყველაზე ღირებული ინვესტიციაა,” - აღნიშნა ბატონმა ჩხენკელმა თავის მიმართვაში სტუდენტებისადმი.

2020 წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამას 30 კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები არიან სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვას რესპუბლიკიდან და უკრაინიდან. მოსწავლეებმა, რომელთა შორის 20 გოგონაა, საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის (IB) დიპლომი მოიპოვეს და უმაღლეს განათლებას ევროპაში, შეერთებული შტატებსა და მშობლიურ ქვეყნებში გააგრძელებენ.

„ევროკავშირი აუცილებლად გააგრძელებს ინვესტირებას ახალგაზრდებში და მათ განათლებაში. განათლების ახალი შესაძლებლობების წახალისება, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების წინსვლას, არის და წარსულშიც იყო ჩემი ამბიცია როგორც ევროკომისრისა სამეზობლო პოლიტიკისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებში,” - აღნიშნა თავის მიმართვაში იოჰანეს ჰანმა. „განსაკუთრებით ამაყი ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ, რადგან ამ რეგიონის ყველაზე გამორჩეულმა სტუდენტებმა დიპლომები აიღეს.”

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამა ევროკავშირის ინიციატივის პირველი ფაზაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნისათვის, რომელიც ფოკუსირებულია საშუალო განათლებაზე და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერებას. ამჟამად, პროგრამაში 65 მოსწავლეა ჩართული. 2020 წლის სექტემბერისთვის პროგრამას 40-მდე ახალი მოსწავლე შეუერთდება.

„ინვესტირება ახალგაზრდებში ყოველთვის საუკეთესო ინვესტიციაა. განათლების ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის პრიორიტეტული ნაწილი იქნება მომავალ წლებშიც”, - აღნიშნა თავის მიმართვაში ევროკომისარმა ვერჰელმა. მისი თქმით, „დღევანდელი კურსდამთავრებულების წარმატება ცხადჰყოფს, რომ მიუხედავად უპრეცენდენტო გლობალური პანდემიისა, თითოეული სტუდენტის ძალისხმევის შედეგად ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ის ღირებულება, რომელსაც დავეყრდნობით მომავალში.”

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამა მაღალი ხარისხის განათლების მიღებას სთავაზობს მოსწავლეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან. ის ითვალისწინებს ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას, თანამშრომლობის, მულტიკულტურული გამოცდილების, ტოლერანტობისა და ფუნდამენტური ღირებულებების გაძლიერებას, ასევე, ევროკავშირის და მის მიერ რეგიონში მიმდინარე საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროგრამის განმახორციელებელია იუნოპსი (UNOPS).

„დღევანდელი დღე საამაყოა იუნოპსისთვის. თქვენ პირველი კურსდამთავრებულები ხართ აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამისა - იმ არაჩვეულებრივი პროგრამისა, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და რომელსაც მხარს უჭერს ჩვენი ორგანიზაცია, რადგან ეს პროგრამა ინვესტირებას ახორციელებს ისეთ ადამიანებში როგორიც თქვენ ხართ... რომლებსაც შეუძლია ეს სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ ამ პროცესში ვხელმძღვანელობდით რა გაერთიანებული ერების პრინციპებით და ჩვენი საერთო ამბიციით - ხელი შევუწყოთ მდგრადი მომავლის მშენებლობას,” - აღნიშნა თავის გამოსვლაში იუნოპსის გენერალურმა მდივანმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გრეტ ფარემომ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროექტის ამოცანაა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში საშუალო განათლების შესაძლებლობების წახალისება. პროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის (IB) დიპლომის გაცემას ევროპათმცოდნეობის დარგში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში. პროგრამა გათვალისწინებულია საშუალო სკოლის ბოლო ორი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, რომელთაც ეძლევათ ევროპული სტანდარტის სწავლების მოდელზე დაფუძნებული საერთაშორისო ბაკალავრიატის კურიკულუმით სწავლის უნიკალური შესაძლებლობა ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკის, ასევე, ენების, ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებებით.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს იუნოპსი (UNOPS) „საქართველოს საერთაშორისო სკოლა - ახალ სკოლა”-სთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციასთან (IB) პარტნიორობით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა