logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გურამ ნიკოლაშვილი - დასრულდა სპეკულაცია გიორგი რურუას შესახებ, რომლის გათავისუფლებასაც ნაცმოძრაობა კენჭისყრაში მონაწილეობის სანაცვლოდ ითხოვდა
გურამ ნიკოლაშვილი - დასრულდა სპეკულაცია გიორგი რურუას შესახებ, რომლის გათავისუფლებასაც ნაცმოძრაობა კენჭისყრაში მონაწილეობის სანაცვლოდ ითხოვდა
18:13 23.06.2020
„დასრულდა სპეკულაცია გიორგი რურუას შესახებ, რომლის გათავისუფლებასაც ნაცმოძრაობა კენჭისყრაში მონაწილეობის სანაცვლოდ ითხოვდა“ - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში

როგორც ნიკოლაშვილმა აღნიშნა, ნაცმოძრაობის მცდელობა, ისე ჩაეგდოთ შეთანხმება, რომ ბრალი მმართველი გუნდისთვის დაეკისრებინათ, არ გამოვიდა. გიორგი რურუას თემის გააქტიურებამ ეს შედეგი ვერ მოიტანა.

მისივე თქმით, ოპოზიცია საბოლოოდ გაფორმდა რვა მარტის შეთანხმების დამრღვევად და დაკარგა სპეკულატიური უფლება ამ კუთხით თავისი ოპონენტები დაადანაშაულოს

“დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანო კიდევ ერთხელ გაიყო ორ არაპროპორციულ ძალად, რადიკალურ უმცირესობად და სრულ უმრავლესობად, წარსულად და მომავლად. საარჩევნო სისტემის ცვლილებას მეორე მოსმენაზე მხარი არ დაუჭირა ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა პირმშომ ევროპულმა საქართველომ. აბსურდული სპეკულაცია, რომელიც მოჰყვა ორი დღის წინანდელ კენჭისყრას პირველი მოსმენისას, თითქოს ქართულ ოცნებას სინამდვილეში სურდა ცვლილების ჩაგდება და ბოკერიას პარტიამ შეუშალა ხელი ამ მზაკვრულ განზრახვას, დღეს გაცამტვერდა.

ქართულმა ოცნებამ შეძლო 115 დეპუტატიანი უმრავლესობის მობილიზება, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილების ლოგიკური დასასრულისკენ მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. ასევე დასრულდა სპეკულაცია გიორგი რურუას შესახებ, რომლის გათავისუფლებასაც ითხოვდა ნაცმოძრაობა კენჭისყრაში მონაწილეობის სანაცვლოდ. ულტიმატუმი მმართველი გუნდისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და მათ დამოუკიდებლად შეძლეს მეორე მოსმენისთვის საჭირო ხმების მოგროვება.

რა დავინახეთ დღევანდელი კენჭისყრით? რომ გასული შემოდგომისგან განსხვავებით მმართველ პარტიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ცვლილებების კონსტიტუციაში ასახვა; რომ სპეკულაცია ქართული ოცნების იძულების შესახებ დასრულებულია; რომ ოპოზიციამ ჩავარდნის სერიოზული რისკისთვის გაწირა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნილი საარჩევნო სისტემის ცვლილება; რომ ოპოზიცია საბოლოოდ გაფორმდა რვა მარტის შეთანხმების დამრღვევად და დაკარგა თუნდაც სპეკულატიური უფლება ამ კუთხით თავისი ოპონენტები დაადანაშაულოს.

ფასილიტატორი ელჩების ბოლო განცხადებაში მკაფიოდ იყო ხაზგასმული, რომ ისინი მოუწოდებენ უკლებლივ ყველა ხელმომწერ მხარეს სრულად შეასრულონ რვა მარტს ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. ნაცმოძრაობის მცდელობა, ისე ჩაეგდოთ შეთანხმება, რომ ბრალი მმართველი გუნდისთვის დაეკისრებინათ, არ გამოვიდა. გიორგი რურუას თემის გააქტიურებამ ეს შედეგი ვერ მოიტანა. ისედაც, ვერასდროს ვერ აუხსნი დასავლელ პარტნიორს და ნებისმიერ ჭკუათმყოფელ ადამიანს, თუ რატომ არ ასრულებ საკუთარ სიტყვას თუნდაც მეორე მხარის საპირისპირო განზრახვის მხილებით. პროცესი დასრულებულია და ოპოზიციის ქცევას მესამე მოსმენაზე უკვე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მათ შანსი დაკარგეს. რაც მთავარია, დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ ცვლილება გავა, საარჩევნო სისტემის თემაზე წინააღმდეგობა დასრულდება, საარჩევნო ცვლილების ჩაგდებით თუ სხვა ძალადობრივი გეგმების განხორციელებით დესტაბილიზაცია არ გამოვა, პარტიებს კი მოუწევთ მშვიდ ვითარებაში ესაუბრონ მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამისა და დაპირებების შესახებ” განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა