ჩვილთა 24-ე საყოველთაო ნათლობა ხვალ, სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრიდან „ძლევაი“ აცნობეს, ხვალ 650 ჩვილი
მოინათლება.
ნათლობა 16:00 საათზე დაიწყება. 20:00 საათზე კი, სამების ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.
ჩვილთა 23-ე საყოველთაო ნათლობა 13 ივლისს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა, რომლის დროსაც პატრიარქის ნათლულებს კიდევ 510 ჩვილი შეემატა.
სულ უწმინდესს 11 907 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მე-3 და შემდეგი შვილები არიან.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.

















