logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„საპარტნიორო ფონდმა“ რაჭის კლინიკებს პირბადეები და სამედიცინო კომბინიზონები გადასცა
„საპარტნიორო ფონდმა“ რაჭის კლინიკებს პირბადეები და სამედიცინო კომბინიზონები გადასცა
11:34 20.06.2020
"საპარტნიორო ფონდი" საქართველოს მასშტაბით საქველმოქმედო აქციას განაგრძობს. COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, "საპარტნიორო ფონდმა" ონისა და ამბროლაურის კლინიკებსა და მუნიციპალიტეტებს ფონდის საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოგზავნილი სამედიცინო პირბადეები, კომბინიოზნები და საქართველოში ფონდის მხარდაჭერით წარმოებული სპეციალური დამცავშრიანი პროდუქცია Fაცეგუარდ-ი გადასცა.

"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ამბროლაურის კლინიკის მედპერსონალს ამბროლაურის მერთან ზვიად მხეიძესთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სამედიცინო ეკიპირება პირადად გადასცა. ასევე, აქციის ფარგლებში, სამედიცინო აღჭურვილობა პროფილური კლინიკისთვის გადეცა ონის მერიას.

"საპარტნიორო ფონდის მიერ ჯანდაცვის სისტემისა და მოსახლეობის დახმარების აქცია ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ჩვენი მეგობრების დახმარებით, გრძელდება. ჩემთვის, როგორც რაჭველისთვის დღევანდელი აქცია ორმაგად მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტები შეინარჩუნებენ მწვანე ზონის სტატუსს, თუმცა ჩვენ მაინც მომზადებულები ვართ. ვუსურვებ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჯანრთელობას," განაცხადა დავით საგანელიძემ.

"საპარტნიორო ფონდი საინტერესო პროექტებს ახორციელებს ჩვენს რეგიონში და მუნიციპალიტეტში, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ და ვუთხრა რომ ადგილობრივი თვითმართველობა ყოველთვის მზად არის თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის," აღნიშნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

"საპარტნიორო ფონდს" დახმარებისთვის მადლობა ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემაც გადაუხადა და აქციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა:

"კოვიდ 19-თან აქტიური ბრძოლა ამ დრომდე მიმდინარეობს, პირველ ეტაპს ქვეყანამ მართლაც წარმატებით გაართვა თავი, მაგრამ არსებობს გარკვეული საჭიროებები. ცნობილია, რომ საჯარო დაწესებულებებში თავშეყრისთვის ჩატარებისთვის, აუცილებელია პირბადის გამოყენება, შესაბამისად, მუნიციპალიტეტში ცხელების ცენტრებსა და პროფილურ დაწესებულებებში საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ ვირუსთან საბრძოლველად საჭირო სამედიცინო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, რომელიც "საპატნიორო ფონდმა" გადმოგვცა."

"საპარტნიორო ფონდმა" ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებს ცენტრალური და დასავლეთ აზიის მიმართულებით სინძიანის ეკონომიკური მიმოცვლის ასოციაციის, ჩინეთის ტექნოლოგიური ბაზრების ასოციაციის სამეცნიერო ინდუსტრიების თანამშრომლობის კომიტეტისა და განსუს პროვინციის ადგილობრივი მთავრობის მიერ გამოგზავნილი 4000-მდე პირბადე და 60-მდე სამედიცინო კომბინიზონი გადასცა.

"საპარტნიორო ფონდი" მსგავს აქციებს მომავალშიც გეგმავს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა