logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ტიტე აროშიძესთან ერთად ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ტიტე აროშიძესთან ერთად ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა
17:54 19.06.2020
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ტიტე აროშიძესთან ერთად ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

,,აჭარის საგანგებო ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტი იქნა გამოყოფილი, რომ თითოეულ მოქალაქეს, ფერმერს ჰქონოდა საშუალება უფასო ხვნა-თესვის პროგრამით ესარგებლა.

აჭარაში უკვე დამუშავდა 1500 ჰა მიწა, ეს ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი შედეგია.

არცერთი კვადრატული მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი. კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ სოფელი და ის კონკრეტული შედეგი, რომელიც სოფელში მოსახლეობის, თუნდაც სეზონურ დაბრუნებას ემსახურება. ქალაქიც და ეკონომიკაც მაშინ იქნება ძლიერი, როცა სოფელში გლეხი და ფერმერი იქნება ძლიერი'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ფერმერებთან შეხვედრისას.

აღნიშნული პროგრამებით აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერებს, სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეეძლოთ, გათვალისწინებულია 2000-ჰა ფართობის მიწის დამუშავება. ამ ეტაპზე უკვე დამუშავებულია 1500 ჰა ფართობი.

პროგრამის ფარგლებში მოსახლეობამ მაქსიმალურად აითვისა ისეთი ფართობები, რომლებიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ დამუშავებულა. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ქონდათ სახელმწიფოსგან სხვადასხვა მნიშვნელოვანი მხარდაჭერით ესარგებლათ.

პროექტი დასრულების ეტაპზეა, ჩართულია ტექნიკა, რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ სწორედ განსაზღვრული ვადების შესაბამისად იქნას დამუშავებული.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ახალშენისა და შუახევის საჩითილე მეურნეობებში დაირგო 1 მილიონზე მეტი ჩითილი, რომელიც აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერებს უფასოდ დაურიგდა.

ასევე, საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ,,ბოსტნეული კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 43 სათბურებში დაირგო 30 000 ცალი ჩითილი.

სასათბურე მეურნეობიდან წარმოებული იქნება 300 ტონა პროდუქტი, რომელიც რეგიონის მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში უფასოდ დაურიგდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა