"2 ახალი შემთხვევიდან ერთი არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, ხოლო მეორე შემოტანილია.
ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 140 პაციენტი მკურნალობს", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.საქართველოში კორონავირუსით 895 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 741 გამოჯანმრთელდა და გარდაიცვალა - 14.
კარანტინის რეჟიმში 2858 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 264.

















