logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს კულტურული მარშრუტების პირველი უფასო მობილური აპლიკაცია შეიქმნა
საქართველოს კულტურული მარშრუტების პირველი უფასო მობილური აპლიკაცია შეიქმნა
10:01 19.06.2020
ქვეყანაში შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გთავაზობთ საქართველოს კულტურული მარშრუტების პირველ მობილურ აპლიკაციას. სამინისტროს ინიციატივით შექმნილი უფასო მობილური აპლიკაცია Cultural Routes Georgia ხელმისაწვდომია როგორც Aნდროიდ, ისე იOშ პლატფორმებისთვის. ამ ეტაპზე აპლიკაციაზე დატანილია ევროპის საბჭოსა და სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული მარშრუტები. მას უახლოეს პერიოდში ორი ახალი სერთიფიცირებული მარშრუტი დაემატება.

ევროპული მარშრუტები:
➡ღვინის მარშრუტი
➡ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი
➡პრეისტორიული კლდის ხელოვნების ევროპული მარშრუტი
➡ისტორიული თერმული ქალაქების ევროპული მარშრუტი
ლოკალური მარშრუტები:
➡ალექსანდრე დიუმას კვალდაკვალ
➡გერმანული დასახლებები საქართველოში
ახალი სერტიფიცირებული მარშრუტები:
➡დედაქალაქიდან დედაქალაქამდე
➡წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზა

კულტურული ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას შემდეგ საკითხებზე: საქართველოში ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, კულტურული ტურიზმის მიმართულებით ერთობლივი პროექტების დაგეგმვადა განხორციელება; კულტურული ტურიზმის/კულტურული მარშრუტების მიმართულებით საერთაშორისო ღონისძიებების მხარდაჭერა, სერტიფიცირებული კულტურული მარშრუტების შესახებ ინფორმაციის რუკებზე, ბროშურებზე, ონლაინ პლატფორმებზე განთავსება, ტურიზმის სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში, სამინისტროს მიერ შემუშავებული და მართული კულტურული მარშრუტების ინტეგრირება.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული ორი ახალი კულტურული მარშრუტის პრეზენტაცია, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი. მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა აღნიშნული მარშრუტების ხელმძღვანელებს სერტიფიკატები გადასცა.

კულტურული მარშრუტების მიზანია ევროპულ ღირებულებებსა და ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით შექმნას და ხელი შეუწყოს ადგილობრივი და საერთაშორისო კულტურული მარშრუტების განვითარებას, საქართველოს ინტეგრირებას ტრანსნაციონალურ მარშრუტებში. ლოკალური კულტურული მარშრუტები, 2019 წლიდან, სამინისტროსთან არსებული "კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების საბჭოს" მიერ კონკურსის წესით ვლინდება და მისი მიზანია საქართველოს მრავალფეროვანი კულტურის წარმოჩენა.

საქართველო "ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების" 27-ე წევრი სახელმწიფო 2016 წელს გახდა. ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამა მოიცავს 38 სერტიფიცირებულ მარშრუტს, რომელიც კვეთს 57 ქვეყანასა და 1500-ზე მეტ ქალაქს.

უფასო მობილური აპლიკაციის გადმოსაწერად იხილეთ ბმული:
Android პლატფორმისთვის https://play.google.com/store/apps/details…
iOS პლატფორმისთვის https://apps.apple.com/…/cultural-routes-georg…/id1490696755



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა