logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგში მიიღო მონაწილეობა
გიორგი გახარიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგში მიიღო მონაწილეობა
20:44 18.06.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

ღონისძიებაზე უმაღლეს დონეზე შეჯამდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული შედეგები. ლიდერებმა განიხილეს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არსებული დინამიკა, პრიორიტეტები და მისი გაღრმავების პერსპექტივები, ასევე - კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ მიღებული ზომები.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა საქართველომ წარმატებაზე პანდემიასთან ბრძოლის პროცესში და აღნიშნა, რომ ახლა გამოწვევების შესაძლებლობებად გადაქცევის დროა.

"ახლა, როდესაც მოხსნილი გვაქვს თითქმის ყველა შეზღუდვა, ვემზადებით საზღვრების ეტაპობრივი და ფრთხილი გახსნისთვის. ამავდროულად, როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტენ საზღვრების ეტაპობრივ გახსნას, ვიმედოვნებ, საქართველოსაც ვიხილავთ უსაფრთხო ქვეყნების სიაში არა მხოლოდ იმის გამო, რომ მჭიდრო პარტნიორები ვართ, არამედ ძირითადად იმიტომ, რომ უსაფრთხო პარტნიორი ვართ. ჩვენი მიზანია, შემდგომი ინვესტიციები განვახორციელოთ დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში, მაშინაც კი, როდესაც შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ვემზადებით",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანია ევროკავშირში სრული ინტეგრაცია.

"ჩვენ უფრო დიდი მიზნები გვჭირდება. იმედი გვაქვს, ევროკავშირი მხარს დაუჭერს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ჩვენს ეტაპობრივ ინტეგრაციას, რომელიც მთავარი სამიზნე ორიენტირი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის; ველით, რომ პარტნიორების ინტერესებსა და წინსვლაზე დაფუძნებული მიდგომა შენარჩუნდება - ეს შეიძლება გულისხმობდეს ქვეყნებთან ახალ ფორმატში მუშაობას, დარგობრივი დიალოგის ხელშეწყობას; საჭიროა სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების ხელშეწყობა, სადაც კონკრეტული აქცენტი შავი ზღვის რეგიონის პოტენციალზე გაკეთდება. ეს ერთ-ერთი სამიზნე ორიენტირი უნდა იყოს, რეგიონში ეკონომიკური კეთილდღეობის სტიმულირებისთვის, ისევე როგორც - ევროვავშირისა და აზიის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირებთან დაკავშირებული მიზნების დაკმაყოფილებისთვის; სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა ჩვენი რეალობაა, რასაც მწვავე შედეგები აქვს რეგიონის უსაფრთხოებაზე. ჩვენ ევროკავშირის მხარდაჭერის იმნედი გვაქვს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვის საქმეში, მეტი ჩართულობით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში - როგორც საქართველოში, ასევე პარტნიორობის არეალში",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეხვედრაში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ლიდერები და მთავრობის მეთაურები მონაწილეობდნენ. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელსაც ხელი გლობალურმა პანდემიამ შეუშალა, 2021 წლის დასაწყისში, პორტუგალიის თავმჯდომარეობის პირობებში გაიმართება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა