საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი მომავალი ინჟინერებისთვის კონკურსს მართავს.
როგორც "ნიუსპრესს" აგრარული უნივერსიტეტიდან აცნობეს, კონკურსი -"ედისონის ლიგა," დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის იმართება და მასში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და თანამედროვე კონსტრუქციები იზიდავს.
ინტელექტუალური კონკურსი სამ ეტაპად გაიმართება.
მომავალ ინჟინერთა უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა რეგისტრაცია 9 მარტამდე, აგრარული უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე უნდა გაიარონ.

















