logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები წარმატებულად მიმდინარეობს
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები წარმატებულად მიმდინარეობს
12:49 18.06.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებს და თხილის ბაღებში არსებულ ვითარებას გაეცნენ.

აბაშაში, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის ა/რ-ის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულების წარმომადგენლები, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა და მეთხილე ფერმერები ესწრებოდნენ, წარმოადგინეს დეტალური ანგარიში მიმდინარე სამუშაოებისა და მავნებლის პოპულაციის შესახებ.

დღეისათვის ცივი შესხურების ტექნოლოგიით დამუშავებულია 6200 ჰექტარზე მეტი ფართობი, დამონტაჟდა 36 ათასი „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური; მავნებლის მონიტორინგის მიზნით დასავლეთ საქართველოში განთავსებულია 2500 და აღმოსავლეთ საქართველოში 900 მონიტორინგის სადგური.
მიმდინარე ღონისძიებები გიორგი ხანიშვილმა დადებითად შეაფასა.

,,თუ გასულ წლებში აზიური ფაროსანას სიმრავლე შეინიშნებოდა, წელს მისი რიცხოვნობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 2019 წელს სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები წარმატებული იყო. ფერმერებმა, რომლებიც გასულ წელს ასოციაციასთან ერთად თხილის მოვლის პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ და ისარგებლეს სახელმწიფოს დახმარებით, ხარისხიანი მოსავალი მიიღეს და გახდნენ სამაგალითოები სხვა ფერმერებისათვის. აგროსამუშაოები თხილის ნარგავებში აქტიურად მიმდინარეობს, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ წელსაც თხილის კარგი მოსავალი იქნება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების გაცნობის შემდეგ გიორგი ხანიშვილმა დაათვალიერა თხილის ბაღები. ფერმერები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით, წელს შარშანდელი შედეგების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ელიან.

ამჟამად ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა აქტიურად მიმდინარეობს თხილის ნარგავებში. ღონისძიებებში ჩართულია თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, რომელიც „თხილის გადარჩენის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მონიტორინგს უწევს მიმდინარე აგროსამუშაოებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა