ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 893
დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 739 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 2710 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 267 ადამიანი რჩება.

















