logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში არსებული თემატური მოკვლევის ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში არსებული თემატური მოკვლევის ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
21:19 17.06.2020
პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში არსებული თემატური მოკვლევის ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა სფეროში არსებული ისეთი გამოწვევები, როგორიცაა: სკოლის გარეთ სახელოვნებო დაწესებულებათა ინსტიტუციური სტატუსი, სახელოვნებო სასწავლებლის მიერ გაცემული დოკუმენტის აღიარება, ასევე იქ მომუშავე პედაგოგთა სამართლებრივი სტატუსი, სახელოვნებო განათლების მიმართულებით სწავლების მეთოდოლოგიის განსაზღვრის აუცილებლობა, სკოლის გარეთ სახელოვნებო დაწესებულებების დაფინანსების საკითხი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო სწავლების ფორმები.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გუგული მაღრაძის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხების ანალიზის დასკვნით ეტაპზე, შემუშავდება დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.

„თემატური მოკვლევის მთავარი მიზანია სახელოვნებო განათლების სფეროში არსებული გამოწვევების განსაზღვრა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი ცდილობს სფეროში არსებული გამოწვევები საფუძვლიანად შეისწავლოს და არსებული რესურსების ფარგლებში მისი მოგვარებისკენ ქმედითი ნაბიჯები გადადგას. საბოლოო ჯამში კი მთავარია ხელისუფლებისა და დაინტერესებული მხარეების აქტიურობა, რომელიც დაგვეხმარება სფეროში არსებული პრობლემები გადაჭრასა და კონცეპტუალურ შეთანხმებაში. მათ შორის უმნიშვნელოვანესია სკოლის გარეთ ფორმალური და არაფორმალური განათლების სფეროების გამიჯნვა, ასევე დეფინიციების განსაზღვრა“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

თემატური მოკვლევის ჯგუფი სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო განათლების მდგომარეობას შეისწავლის. ჯგუფის მიზანია სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში სახელოვნებო განათლების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასება, პრობლემებისა და გამოწვევების განსაზღვრა. ჯგუფი მოკვლევის პერიოდში მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დოკუმენტურად დასაბუთებულ დასკვნას უახლოეს მომავალში მოამზადებს, ასევე დაგეგმილია შესაბამისი უწყებებისათვის რეკომენდაციის გაცემა გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და გამოწვევების საპასუხო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა