logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლელა აქიაშვილი: სოციალური მუშაკების როლი კრიზისთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, სწორედ ეს ადამიანები აგროვებენ ინფორმაციას სოციალურად მოწყვლადობის შესახებ და ეხმარებიან ოჯახებს სიღარიბის დაძლევაში
ლელა აქიაშვილი: სოციალური მუშაკების როლი კრიზისთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, სწორედ ეს ადამიანები აგროვებენ ინფორმაციას სოციალურად მოწყვლადობის შესახებ და ეხმარებიან ოჯახებს სიღარიბის დაძლევაში
17:46 17.06.2020
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკების მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე გამოვლინდა ის სოციალურად მოწყვლადი ოჯახები, რომელნიც განსაკუთრებული რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დროს.

შედეგად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს და კატარის სახელმწიფოს საელჩოს თანამშრომლობით, კამპანიური ხასიათის პროგრამის ფარგლებში, 350-მდე სოციალურად მოწყვლად ოჯახს პირველადი საკვები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცემა.

"სოციალური მუშაკების როლი კრიზისთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, სწორედ ეს ადამიანები აგროვებენ ინფორმაციას სოციალურად მოწყვლადობის შესახებ და ეხმარებიან ოჯახებს სიღარიბის დაძლევაში. შესაბამისად დღეს, ჯანდაცვის სამინისტროსთან, კატარის საელჩოსთან და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან ერთად მოვინახულეთ ის სოციალურად მოწყვლადი ოჯახები და გადავეცით მათ პირველადი საჭიროების საშუალებები იმისათვის, რათა მათ დაძლიონ COVID 19-ით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური სირთულეები." - განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა განაცხადა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი მოცემული სიტუაციის, პანდემიის პერიოდში, ჩვენი სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის გვერდით დგომა.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი მოცემული სიტუაციის, პანდემიის პერიოდში, ჩვენი სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის გვერდით დგომა, მათთვის სოციალური მხარდაჭერა, რაშიც, მოცემულ ეტაპზე, ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადა კატარის საელჩომ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ელჩს და კატარის მთავრობას. ჩვენი სოციალურად გაჭირვებული ოჯახების დახმარებას, ჩვენ, მომავალშიც, პერმანენტულად გავაგრძელებთ." - აღნიშნა გიორგი წოწკოლაურმა.

საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩმა მუბარაქ ნასერ ალ ხალიფამ გამოხატა მხარდაჭერა სოციალურად მოწყვლადი ოჯახების მიმართ.

"მოხარული ვარ, რომ კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის ასეთი თანამშრომლობა შედგა. ჩვენ, როგორც კატარის მთავრობის წარმომადგენლობა საქართველოში, ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ვუწევთ დახმარებას, რათა უფრო კარგად გაუმკლავდნენ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას COVID 19-თან დაკავშირებით" - განაცხადა მუბარაქ ნასერ ალ ხალიფამ.

როგორც სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი, მერი მაღლაფერიძე აცხადებს, ეს დახმარება იყო ფასდაუდებელი და ძალიან მიზნობრივი იმ ჯგუფებისთვის, ვისაც კონკრეტულად, ეს საჭიროებები ედგა.

"მთავრობის ადმინისტრაციისა და კატარის საელჩოს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერით შევძელით, რომ ზრუნვის სააგენტოს ბენეფიციარებს, ძალიან მოწყვლად ოჯახებს დავხმარებოდით პროდუქტებითა და სხვადასხვა ჰიგიენური საშუალებებით, რომელიც მათ სჭირდებოდათ ჩვენი კვლევის საფუძველზე, რომელიც კოვიდ-19-ის პერიოდში ჩავატარეთ იმისთვის, რომ მათი მდგომარეობა შეგვეფასებინა. შესაბამისად, ეს დახმარება იყო ფასდაუდებელი და ძალიან მიზნობრივი იმ ჯგუფებისთვის, ვისაც კონკრეტულად, ეს საჭიროებები ედგა" - განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

კამპანიური ხასიათის აქცია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკების ჩართულობით მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება მომდევნო დღეების განმავლობაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა