logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
რადიომაუწყებლობის ლიცენზირების საკონკურსო ცვლილებები მოქმედ რადიო მაუწყებლებს არ ეხებათ
რადიომაუწყებლობის ლიცენზირების საკონკურსო ცვლილებები მოქმედ რადიო მაუწყებლებს არ ეხებათ
17:31 16.06.2020
საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზირების საკონკურსო წესის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ საკონსულტაციო დოკუმენტთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს კომისიის მიერ შემუშავებული სტრატეგია რადიო მაუწყებლებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებსა და სირთულეებს შეუქმნის. აღნიშნულ ინფორმაცის კავშირი არ აქვს სიმართლესთან, შესაბამისად, ის საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სტრატეგიით დადგენილი ცვლილებები არ ეხება უკვე არსებულ და გაცემულ ლიცენზიებს, რომლებსაც 10+10, ანუ ჯამში 20 წლიანი მოქმედების ვადა აქვს კანონით. ახალი პროცედურები და ცვლილება მხოლოდ ახალ რადიომაუწყებლობაზე გამოცხადებულ ლიცენზიის მაძიებლებს შეეხებათ. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარი და საფუძველს მოკლებულია, მოქმედი რადიო მაუწყებლების რეაქცია აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ მათ ცვლილებები საერთოდ არ ეხებათ.

პირველი - კომუნიკაციების კომისიის მიერ კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული პროექტი მიზნად ისახავს ამოწურვადი სიხშირული რესურსის მაქსიმალურად ეფექტურად და რაციონალურად გამოყენებას. მეორე - მთავარი ამოცანაა, რადიომაუწყებლობის სიგნალით მაქსიმალურად ყველა დასახლებული პუნქტის მოცვა მოხდეს. მესამე - ცვლილება ეხება ადგილობრივ ზონალურ დაყოფას, რომლის მიხედვითაც, საქართველო დაიყოფა 15 სამაუწყებლო ზონად. ამასთან, ცვლილებების მიზანია, მოხდეს კერძო საეთერო რადიომაუწყებლების არეალის გაფართოება და აღნიშნულ ბაზარზე ახალი რადიომაუწყებლების შემოსვლა.

უმნიშვნელოვანესია, რომ ახალი ზონალური დაყოფით მოხდება არა მხოლოდ დიდი ქალაქების, არამედ თითოეულ ზონაში არსებული მცირე დასახლებული პუნქტების რადიოსიგნალით დაფარვა. მცირე დასახლებული პუნქტები დღეს მოკლებულნი არიან შესაძლებლობას მოუსმინონ რადიოს, ვინაიდან რადიომაუწყებლობისთვის მოქმედი ლიცენზიები ძირითადად გაცემულია დიდ ქალაქებში.

კომუნიკაციების კომისია ლიცენზიების გაცემას მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, გეგმიურად, 2 წელიწადში ერთხელ საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე მოახდენს. კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ ის რადიო მაუწყებლებიც, რომლებსაც ლიცენზიის მოქმედების ვადა ეწურებათ და სურვილი აქვთ კვლავ მოიპოვონ რადიომაუწყებლობის ლიცენზია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა