ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი კომერციულ მედიაციაში
წარმომადგენლობის სტუდენტთა ეროვნულ კონკურსს მართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, კონკურსი სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI), მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (USAID/JILEP) თანამშრომლობით ტარდება.
კონკურსის მიზანი მედიაციის ინსტიტუტის შესახებ სტუდენტთა ინფორმირება, ქვეყანაში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაში სტუდენტთა ჩართულობის უზრუნველყოფა და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებების პოპულარიზაციაა.
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტებიდან ეროვნულ კონკურსში 8 გუნდი, მათ შორის 3 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სახელით მიიღებს მონაწილეობას.
კონკურსი ორდღიანია და ის ხვალ დასრულდება.

















