ქვეყანაში ახალი კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა და 20 პაციენტი
გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის ზღვის ჰოსპიტალმა გაავრცელა.
ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 879 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის 724 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2710 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 267 ადამიანი რჩება.

















