logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თსუ პროფესორის საერთაშორისო აღიარება
თსუ პროფესორის საერთაშორისო აღიარება
15:36 16.06.2020
მსოფლიოში წამყვანმა სამეცნიერო გამომცემლობამ Springer-მა 2020 წლის ივნისში გამოსცა წიგნი „გარსების, ფირფიტების და ღეროების ანალიზი“, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის, თსუ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის მექანიკის კათედრის გამგის, პროფესორ გიორგი ჯაიანის 75 წლის იუბილეს მიუძღვნა.

ამით გავლენიანმა გამოცემამ დააფასა და ხაზი გაუსვა ქართველი მეცნიერის ღვაწლის მნიშვნელობას და მის ინდივიდუალურ მიდგომას გარსთა თეორიის მიმართულებით კვლევებისას.

მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციის წევრის გიორგი ჯაიანის კვლევები ძირითადად ეხება ილია ვეკუას გარსებისა და ფირფიტების თეორიის განვითარებას. ასეთი ფირფიტები ხშირად გვხვდება პრაქტიკაში დაწყებული წყალქვეშა ნავების ფრთებით და კოსმონავტიკით დამთავრებული.

წიგნში შესულია 13 ქვეყნის (ავსტრია, აშშ, ბულგარეთი, გერმანია, იტალია, მექსიკა, პოლონეთი, რუსეთი, საფრანგეთი, საქართველო, სლოვაკეთი, სომხეთი, უკრაინა) სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენლების 24 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც მოყვანილია გარსთა თეორიის მიმართულებით მიღებული უახლესი შედეგები.

წიგნი „გარსების, ფირ¬ფი¬ტების და ღეროების ანალიზი“

(https://www.springer.com/gp/book/9783030474904) სერიით Advanced Structured Materials (https://www.springer.com /series/8611) გამომცემლობა Springer-მა ინჟინერიისა და მექანიკის მიმართულებით, გერმანელი მეცნიერების ჰოლმ ალტენბახის (მაგდებურგის უნივერსიტეტის პროფესორი, გამოყენებით მათემატიკასა და მექანიკაში) საუკუნოვანი ისტორიის მქონე ჟურნალის ZAMM  Zeitschrift für Angewandte Mathematik und Mechanik მთავარი რედაქტორი), რაინჰოლდ კინცლერის (ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი, Archive of Applied Mechanics-ის მთავარი რედაქტორი), ვოლფგანგ მიულერის (ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკის ინსტიტუტის უწყვეტ გარემოთა მექანიკის კათედრის გამგე, პროფესორი), და თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლის ნატალია ჩინჩალაძის (თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი) რედაქტორობით გამოსცა. აღნიშნული სერია მიმართულია მასალებისა და მათი სტრუქტურების ფუნდამენტური ურთიერთობების შესწავლასა და მათ გამოყენებებზე. გამომცემლობა დაინტერესებულია საკუთარი გამოცე¬მე¬ბის მაღალი სამეცნიერო დონით და სამეცნიერო საზოგადოებას უზრუნველყოფს კარგად რედაქტირებული, კომპეტენტური სამეცნიერო ინფორმაციით. სერია ინდექსირებულია Scopus-ში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა