logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტურიზმისა და მასპინძლობის მე-5 კონფერენცია ონლაინ რეჟიმში გაიმართა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტურიზმისა და მასპინძლობის მე-5 კონფერენცია ონლაინ რეჟიმში გაიმართა
13:22 16.06.2020
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-5 კონფერენცია, Welcome to Georgia ონლაინ პლატფორმა Zoom-ის დახმარებით ჩატარდა. მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო კონფერენციის თემატიკა თავიდან ბოლომდე მიეძღვნა კოვიდ-19-ის გავლენას აღნიშნულ ინდუსტრიაზე. პანდემიამ ფორმატის ცვლილებაც გამოიწვია და კონფერენცია, რომელიც წარსულში 400-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობდა, წელს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-5 კონფერენცია საქართველოს ბანკის თანაორგანიზებით გაიმართა. ის ორი პანელისგან შედგებოდა, სადაც სამთავრობო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ინდუსტრიაზე კორონავირუსის გავლენასთან დაკავშირებულ სხადასხვა თემაზე პრეზენტაციები წარადგინეს. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერიის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ბიდიოს, საქართველოს ბანკის, ალიანს ჯგუფის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლებმა.

სტუმრებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. ონლაინ კონფერენცია B2B შეხვედრებით დასრულდა, სადაც მონაწილეებს მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა მიეცათ.

"ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 2015 წლიდან ტარდება საქართველოში. მან წარმატებით დაიმკვიდრა თავი როგორც სანდო, უნიკალურმა ფლატფორმამ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს განვითარებაში და რომლის ნომინანტთა და გამარჯვებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ახლა, ახალი რეალობიდან გამომდინარე ტურიზმის მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ გვიხარია, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებასა და წახალისებაში",- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, Welcome to Georgia! არის ტურიზმისა და მასპინძლობის დაჯილდოების ცერემონია, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. პროექტის მიზანია წაახალისოს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია, ხელი შეუწყოს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდას და უკეთ წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. საქართველოს ბანკი უკვე რამდენიმე წელია პროექტის თანაორგანიზატორია და ინდუსტრიას აქტიურად უჭერს მხარს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა