logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
(GCF) პროექტის ფარგლებში  მუნიციპალიტეტების რეგიონული კოორდინატორებთან შეხვედრა გაიმართა
(GCF) პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტების რეგიონული კოორდინატორებთან შეხვედრა გაიმართა
10:25 16.06.2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის (GCF) პროექტის ფარგლებში რეგიონულ კოორდინატორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტების რეგიონული კოორდინატორები ესწრებოდნენ.
შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა, რომელმაც ისაუბრა საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების და დაგეგმილი ღონისძიებების პროცესში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისა და შესაძლებლობების გაძლიერების თაობაზე. სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები გაეცნენ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტის მიზნებს, ამოცანებს და პროექტის ფარგლებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს, რაც გულისხმობს როგორც მრავალმხრივი საფრთხების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოებას და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებასა და გამოყენებას, ასევე საქართველოს მოსახლეობაზე, საარსებო გარემოსა და ინფრასტრუქტურაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების ზემოქმედების შემცირებას. მიღებული ინფორმაცია დაეხმარება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, უზრუნველყონ ადგილობრივი მთავრობის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადგილობრივი მედიის და თემზე დაფუძნებული ორგანიზაციების ჩართულობა და მონაწილეობა პროექტის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებში.
პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და (UNEP) - ს სფეროს სხვა ექსპერტები.
პროექტი "კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში", რომლის საერთო ბიუჯეტი 70 მილიონი აშშ დოლარია, 7 წლის განმავლობაში განხორციელდება და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებას, ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას და მრავალფაქტორიანი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრები 1.7 მილიონი ადამიანის წყალდიდობისგან, ზვავისაგან, გვალვისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სხვა ბუნებრივი საფრთხეებისგან უკეთ დაცვას.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა