logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი: ჯარიმები ამოქმედდება როცა მთავრობა პირბადის ტარების წესს დაადგენს
ანრი ოხანაშვილი: ჯარიმები ამოქმედდება როცა მთავრობა პირბადის ტარების წესს დაადგენს
17:02 13.06.2020
„ჩვენ მივიღეთ კანონი. ეს კანონი გამოქვეყნდა და იურიდიულად ამოქმედდა. ამავე კანონით მთავრობას დავავალეთ დეტალურად გაწეროს პირბადის ტარების წესი, სივრცე და ისიც, თუ ვის შეეხებათ გამონაკლისები. ეს წესი შემუშავებულია, კიდევ ვამუშავებთ, გამოქვეყნდება და საზოგადოებასაც მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას. კანონი რეალურად იურიდიულ მნიშვნელობას შეიძენს და გამოყენებული იქნება შესაბამისი ორგანოების მხრიდან მხოლოდ მას შემდგომ, როდესაც მთავრობის მიერ პირბადის ტარებასთან დაკავშირებით წესი იქნება გაწერილი “,-ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილმა საზოგადოებისთვის დეტალურად განმარტა კანონის ამოქმედების ვადები და პირბადის ტარების წესითან დაკავშირებული კანონის მოთხოვნები. მისი განცხადებით, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმება მას შემდეგ დაიწყება, რაც მთავრობა შესაბამის წესს დაადგენს.

„საკითხი არის მარტივად. არაფერი საპანიკო არ არის და საკითხი არ დგას ისე, რომ დღეს ვინმეს დააჯარიმებენ. ზოგადად, რეკომენდაცია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებით და ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის, რომ დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადე უნდა ატაროს ყველამ. რაც შეეხება სანქციებს, ლოგიკურია, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული კანონი ამოქმედდა, თუმცა ამ კანონშივე არის დასკვნა გაკეთებული, რომ უნდა შემუშავდეს წესი და ეს კანონი რეალურად იურიდიულ მნიშვნელობას შეიძენს და გამოყენებული იქნება შესაბამისი ორგანოების მხრიდან მხოლოდ მას შემდგომ, როდესაც მთავრობის მიერ პირბადის ტარებასთან დაკავშირებით წესი იქნება გაწერილი. წესზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. შესაბამისად, როდესაც ჩვენს საზოგადოებას მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას პირბადის ტარების წესთან დაკავშირებით და თუ ვინმე არ დაემორჩილება ამ წესს, მხოლოდ ამის შემდგომ იმოქმედებს ის ადმინისტრაციული სანქციები, რომელიც ჩვენ მივიღეთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონის ძალაში შესვლის მიუხედავად, შესაბამისი წესის დამტკიცებამდე, დაჯარიმება არ მოხდება.

„იურიდიული თვალსაზრისით არავის დაჯარიმება არ მოხდება დღეს და ხვალ ამ პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში, ვინაიდან ჯერ წესი არ არის გაწერილი. წესი დამუშავებულია და ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას დეტალურ წესთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდგომ თუ არ მოხდება ამ წესის დაცვა, იქნება შესაბამისი ჯარიმა გამოყენებული. მანამდე, ეს არის რეკომენდაცია და დაჯარიმება არ მოხდება, შესაბამისად, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ გვყავს პაციენტები, არიან ინფიცირებული პირები, რომელთა პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება, ამიტომ, ნუ გარისკავთ ნურავინ საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ვატაროთ ეს პირბადე. ეს ორი დღე, თუნდაც ჯარიმა არ იყოს გათვალისწინებული არ ნიშნავს იმას, რომ პირბადე უნდა მოვიხსნათ დახურულ საჯარო სივრცეებში. მე მჯერა ჩვენი საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა