logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წლიური ანგარიში წარადგინა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წლიური ანგარიში წარადგინა
11:22 13.06.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, რომელშიც მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ვარძიაში ჩატარდა და სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ანთიძემ, საზოგადოებას 2019 წელს განხორციელებული და მიმდინარე პროექტები წარუდგინა. ღონისძიებას ფონდ "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, ადგილობრივი და სხვა რეგიონების ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდა.
ნიკოლოზ ანთიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში აღნუსხულია კულტურული მემკვიდრეობის 20 000-მდე უძრავი ძეგლი, რომელთაგან სამი – "მცხეთის ისტორიული ძეგლები" "გელათის მონასტერი" და "ზემო სვანეთი" მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში კი "ქართული მრავალხმიანობის", ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურისა და ქართული ჭიდაობის სახით საქართველოდან ოთხი ელემენტია წარმოდგენილი. განხორციელდა და კვლავაც გრძელდება გრანდიოზული პროექტები, როგორიცაა მუცო, სოფელი ჩაჟაში, ვარძია, უფლისციხე, ნოქალაქევის ნაქალაქარი, კუმურდოს, აწყურისა და გელათის კათედრალები, დადიანები კომპლექსი ზუგდიდში, სენაკის თეატრი, და ა. შ. სხვადასხვა ქალაქში გაცოცხლდა ურბანული ძეგლები, რომელთა რიცხვი 5 ასეულს აღემატება.
განსაკუთრებულად აღსანიშნავია ვარძიის კომპლექსის რეაბილიტაცია და ვარძიის ღვთისმშობლის ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაცია ხანძრის შემდეგ. ჭვარტლის ღრმა ფენებით დაფარული უნიკალური ფრესკების, მათ შორის, თამარის გამოსახულების გაწმენდის ხანგრძლივი, სკურპულოზური პროცესი წარმატებით დასრულდა. კედლის მხატვრობის აღდგენის პროცესში საერთაშორისო სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ.
სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მოვლის პროცესში სახელმწიფოს მთავარ პარტნიორს –ფონდ "ქართუს", რომლის დაფინანსების წილი სახელმწიფოს დაფინანსების წილს აღემატება.
2019 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დააფინანსა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაცია-კონსერვაციისა და ინფრასრუქტურული მოწყობის 51 პროექტი, ხოლო ფონდი "ქართუს" ძალისხმევით 75 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია განხორციელდა, ჯამში 126 ძეგლი.
კლდის ძეგლების პროაქტიული დაცვისა და კონსერვაციის მიმართულებით განხორციელდა ვარძიის კომპლექსის მონიტორინგისა და გამაგრების პროგრამა, ვანის ქვაბების კლდის მდგრადობისა და ჰიდრო-გეოლოგიური კვლევა, უფლისციხის კლოდოვანი მასივების მულტიდისციპლინარული და დავით გარეჯის კომპლექსის საბერეების მონასტრის ჰიდრო-გეოლოგიური კვლევა, მომზადდა საცხის სვეტის ლაზერ-სკანირებული ანაზომებისა და კლდოვანი სტრუქტურის შეფასების პროექტი.
აღსანიშნავია განხორციელებული პროექტების საერთაშორისო წარმატებებიც. მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობისა და "ევროპა ნოსტრას" საზოგადოების რჩეულის ჯილდო დაიმსახურა. პროექტმა ევროპის მრავალმილიონიანი საზოგადოების აქტიური მხარდაჭერა მოიპოვა. ევროპის საბჭოს 21-ე საუკუნის ევროპის მემკვიდრეობის საუკეთესო გამოცდილების ოქროს კოლექციაში სააგენტოს 2 პროგრამა – კულტურული მემკვიდრეობის "ერთიანი საინფორმაციო ბაზა და პროგრამა "საბავშვო არქეოლოგია" შევიდა.
2019 წელს დაიწყო ისრაელის წმინდა მიწასა და იორდანიაში ქართული რელიგიურ-საგანმანათლებლო კერების არქეოლოგიური კვლევები. ხოლო კვიპროსის რესპუბლიკაში გაგრძელდა წინა წლებში დაწყებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის პროცესები. ასევე, 2019 წელს ევროპის ქვეყნებში ნიკო ფიროსმანის ფერწერული ნამუშევრების წარმატებული გამოფენები გაიმართა.
2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება პროექტები: ნოქალაქევისა და ალევის კომპლექსები, გრემი, ლესია უკრაინკას მუზეუმი, ზემო თისელი, ენგურის ტურისტულ ზონა და სხვა. ასევე მიმდნარეობს არქეოლოგიური კვლევა-ძიება კულტურული მემკვიდრეობის 18 ობიექტზე. გრძელდება სააგენტოს, საქართველოს საპატრიარქოსა და კომპანია "არემჯი გოლდს" შორის შეთანხმებული 4 წლიანი პროგრამა (2018-2021), რომლის ფარგლებში ხორციელდება ფიტარეთისა და ალავერდის მონასტრების, ჭელიშის, ძველი შუამთის, სამშვილდის ნაქალაქარის, სათხეს ეკლესიისა და ბოლნისის სიონის რეაბილიტაცია.
2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი მონაცემთა ბაზის საერთაშორისო პლატფორმაზე შეიქმნა სერვისები, რომლებიც დაინტერესებულ მოქალაქეებს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციას ინტერაქციულ რეჟიმში აწვდიან. ასევე, ამოქმედდა უძრავი ძეგლების ვირტუალურ-შემეცნებითი ტურების პროექტი, რომელიც ახლო მომავალში მნიშვნელოვნად გაიზრდება და რამდენიმე ათეულ ძეგლს მოიცავს.
საბავშვო-საგანმანათლებლო პროექტების მიმართულებით სასწავლო-შემეცნებითმა გაკვეთილებმა გეოგრაფიული არეალი გააფართოვა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული სათვისტომოებისა თუ მკვიდრი მოქალაქეების თვალსაწიერის გამდიდრების ეფექტურ საშუალებად იქცა.
UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შესაყვანად გაგზავნილია სანომინაციო ბარათი "ქართული სუფრის ტრადიცია", რომლის განხილვა კონვენციის პირობებით 2020-2021 წლების ციკლში მოხდება.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა