logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
   მიხეილ ჩხენკელი: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ზოგადსაკაცობრიო განძია
მიხეილ ჩხენკელი: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ზოგადსაკაცობრიო განძია
11:10 13.06.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის წარდგენას დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

მიხეილ ჩხენკელი: "დღეს ჩვენ სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი, მე ვიტყოდი, განსაკუთრებული, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პრეზენტაციას ვესწრებით, რომელიც ჭეშმარიტად უზარმაზარ საქმეს ემსახურება. ჩვენი კულტურის, ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა ყოველი ჩვენგანის მოვალეობაა, რადგანაც ეს არის ჩვენი კულტურული იდენტობის ქვაკუთხედი. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა არის ჩვენი მთავარი განძი. იგი მკაფიოდ მეტყველებს, რომ საქართველო არა მხოლოდ ევროპის ნაწილია, არამედ მისი ღირებულებების შექმნაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. სწორედ კულტურული მემკვიდრეობით გაიცნო მთელმა მსოფლიომ და ხელახლა აღმოაჩინა საქართველო, როგორც უნიკალური ქვეყანა, განსაკუთრებული ისტორიით, მდიდარი ფესვებით. ის ძალიან დიდი შრომა, რომელიც ჩაქსოვილია ჩვენი ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობის საქმეში, რასაკვირველია, სააგენტოს თითოეულ თანამშრომლისა და მათი ხელმძღვანელის დამსახურებაა და მინდა, მთელი გულით დიდი მადლობა გადაგიხადოთ."

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ "ქართუს". მისი თქმით, ამ მასშტაბისა და ხარისხის პროექტები ვერ განხორციელდებოდა ამ ფონდის ქველმოქმედების გარეშე.

მიხეილ ჩხენკელმა გამოყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები, რომელთაც საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვთ. მან აღნიშნა, რომ სამინისტრო გააფართოებს იმ პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს მოსწავლეების ადრეული ასაკიდან ურთიერთობას ძეგლთან და ამ გზით საქართველოს უმდიდრესი ისტორიის შესწავლას. მინისტრმა სააგენტოს იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც უცხოელ მეცნიერებთან პარტნიორობით ხორციელდება.



როგორც მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პანდემიამ კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს ტექნოლოგიების მნიშვნელობა, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროს განუყოფელი ნაწილი გახდა. მან ხაზი გაუსვა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს უცხოელ კოლეგებთან ერთად, რათა მთელ მსოფლიოს ჰქონდეს საშუალება, ვირტუალურ სივრცეში იხილოს ის ჭეშმარიტად ზოგადსაკაცობრიო განძი, რომელიც საქართველოში მდებარეობს

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა