logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარნეულში ხორბლის სასელექციო-სადემონსტრაციო ღია კარის დღე გაიმართა
მარნეულში ხორბლის სასელექციო-სადემონსტრაციო ღია კარის დღე გაიმართა
11:02 13.06.2020
მარნეულის მუნიციპალიტეტში, კომპანიის "ლომთაგორა" ორგანიზებით, ხორბლის სასელექციო-სადემონსტრაციო ღია კარის დღე "ლომთაგორა 2020" გაიმართა.
ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა.
ღია კარის დღეზე წარმოდგენილი იყო როგორც მსოფლიოს საუკეთესო, სასელექციო 100-მდე სახეობის ხორბლის ჯიში, ისე ქართული ადგილობრივი სელექციისა და ენდემურ-აბორიგენული, გვალვაგამძლე და ვირუსების მიმართ გამძლე ჯიშები.
ღონისძიების ფარგლებში, ხორბლის მოყვანის ახალი ტექნოლოგიის დემონსტრირება მოხდა. აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება-დანერგვით, შესაძლებელი იქნება ქვეყნის საშუალო მოსავლიანობის 4-5 ტონა/ჰექტარზე გაზრდა.
"სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ხორბლის წარმოების განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია, ქართველმა ფერმერებმა, რაც შეიძლება მეტი, ადგილზე წარმოებული ხარისხიანი ხორბლის თესლი მიიღონ", - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ კომპანიის ნაკვეთებზე დათესილ ქართული ხორბლის ისეთ ენდემურ ჯიშებს, როგორებიცაა: შავფხა, მახა, თეთრი დიკა, შავი დიკა, ჩელტა ზანდური, გვაწა ზანდური, წითელი დოლი, კორბოულის დოლი და სხვა. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ კატალოგში ხორბლის ჯიში ,,ლომთაგორა 126" შევიდა. წელს, ჯიშთა გამოცდას სარეგისტრაციოდ კიდევ 3 ჯიში გადაეცემა.
ღია კარის დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, დარგის მეცნიერები და ფერმერები ესწრებოდნენ.
შპს "ლომთაგორა" 2013 წელს, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შეიქმნა. პროექტის დახმარებით აშენდა მარცვლეულის შესანახი საწყობი, რომლის მოცულობა 2 000 ტონას შეადგენს. მოეწყო თესლის გადამმუშავებელი ქარხანა, რომლის წარმადობა სეზონზე შეადგენს 5000 ტონას, რაც საშუალოდ, 20 000 ჰექტარზე დასათეს სერტიფიცირებული ხორბლის მასალას უზრუნველყოფს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა