logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ცოტა მეტი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ იმისთვის, რომ რასაც მივაღწიეთ, შევინარჩუნოთ და ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, იშრომონ და ოჯახში შემოსავალი შეიტანონ
გიორგი გახარია: ცოტა მეტი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ იმისთვის, რომ რასაც მივაღწიეთ, შევინარჩუნოთ და ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, იშრომონ და ოჯახში შემოსავალი შეიტანონ
20:28 12.06.2020
წავიდა ტენდენცია, თითქოს რაღაც დავამარცხეთ არაფერი არ დაგვიმარცხებია, რეალურად, როგორც კი ქვეყანაში ეკონომიკური შეზღუდვები მოვხსენით და მობილობა გაიზარდა, ინფიცირებულების რაოდენობა გაგვეზრდება ეს ფაქტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა.



როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პასუხისმგებლობა და მზაობა უნდა იყოს უფრო მეტი, რათა ქვეყანას კიდევ ერთხელ თავიდან არ მოუწიოს ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება.





"ჩვენი პასუხისმგებლობა და მზაობა უნდა იყოს უფრო მეტი - უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ, უფრო მომზადებულები, გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვირჩევენ - პირბადე, სოციალური დისტანცია და ა.შ. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს აუცილებელია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ თავიდან არ მოგვიწიოს ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება. ცოტა მეტი ძალა უნდა დავატანოთ თავს, ცოტა მეტი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ იმისთვის, რომ რასაც მივაღწიეთ, შევინარჩუნოთ და ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, იშრომონ და ოჯახში შემოსავალი შეიტანონ. იქ, სადაც შესაძლებელია დისტანციურად შრომა, უნდა ვიყოთ დისტანციურად. სადაც არ არის საჭირო დიდი სოციალური შეკრებები, არ უნდა ვიყოთ ასეთ შეკრებებზე. არ არის საჭირო დიდი დაბადების დღეების გადახდა. უნდა გავუფრთხილდეთ და მეტი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს ერთმანეთის მიმართ. ახლა უფრო მეტი აუცილებლობაა, რომ ერთმანეთზე ვიზრუნოთ. პასუხისმგებლობა უნდა იყოს უფრო მეტი. როდესაც გადაადგილება, ტრანსპორტი და კიდევ ბევრი რამ იყო შეზღუდული, რა თქმა უნდა, შევზღუდეთ ვირუსის გავრცელებაც, მაგრამ ახლა, როდესაც მოვხსენით ყველაფერი, იმიტომ, რომ ადამიანებმა ოჯახები არჩინონ და ყველანი ვმოძრაობთ, ჩვენ უკვე ჩვენ თავს უნდა დავუწესოთ თვითშეზღუდვა. ეს უნდა იყოს თითოეული მოქალაქის აბსოლუტურად გააზრებული და ნებაყოფლობითი ნაბიჯი. ეს თვითშეზღუდვა არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ვიზრუნოთ ერთმანეთზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა