logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: დარგობრივი ასოციაციების გაძლიერება და ჩართულობა მნიშვნელოვანია საქართველოში აკვაკულტურის განვითარებისათვის
ლევან დავითაშვილი: დარგობრივი ასოციაციების გაძლიერება და ჩართულობა მნიშვნელოვანია საქართველოში აკვაკულტურის განვითარებისათვის
18:04 12.06.2020
ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარების საკითხები და მეთევზეობის დარგში არსებული გამოწვევები განიხილა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ თავმჯდომარესთან, სოფიო დიასამიძესთან შეხვედრაზე.

,,წარმოების სრული ჯაჭვის განვითარების გარეშე, ქვეყანაში მეთევზეობის დარგი ვერ გაძლიერდება. აღნიშნული მიმართულებით არსებობს გამოწვევები, რომელთა დაძლევისთვის სახელმწიფოსთან ერთად, დარგობრივი ასოციაციების აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მე-4 ფაზა, რომელიც სექტემბრიდან დაიწყება, ითვალისწინებს დარგობრივი ასოციაციების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერას, რაც სოფლის მეურნეობის ეფექტიან განვითარებას შეუწყობს ხელს. უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტი „აკვაკულტურის შესახებ“, რომელიც შემუშავდა და პარლამენტშია წარდგენილი, სექტორში არსებულ ბევრ პრობლემას დაარეგულირებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც სოფიო დიასამიძემ აღნიშნა, ასოციაციის თევზსაშენ მეურნეობებში სრულად გამართულია ლიფსიტის წარმოების ტექნოლოგიური ხაზი. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბენეფიციარი მეთევზე ფერმერებისთვის თევზის მოშენების სრული ციკლის სწავლებას. ამასთან, თევზის მეურნეობების განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში ლიფსიტის ხარისხიან საკვებზე და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა.

ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯი“ 65 წევრს აერთიანებს. ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში თევზსაშენი მეურნეობების განვითარებას, ჯანსაღი გენეტიკის ლიფსიტის წარმოება-გამრავლებას და მეთევზე ფერმერების ცოდნის ამაღლებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა