ქვეყანაში ახალი კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის,
ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 837 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 697 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 3213 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 303 ადამიანი რჩება.

















