logo2
logo2
არქივი
« მაისი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნუნუ მიცკევიჩი საგამოცდო პროცესის ყველა მონაწილეს რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებს
ნუნუ მიცკევიჩი საგამოცდო პროცესის ყველა მონაწილეს რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებს
10:34 11.06.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი იმ რეკომენდაციებს განმარტავს, რომლის დაცვაც საგამოცდო პროცესის ყველა მონაწილისთვის აუცილებელია.

„ეროვნული გამოცდებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები გაწერილია გამოცდებში მონაწილე ყველა აბიტურიენტისთვის, სტუდენტისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ გამოცდებში. ჩვენი საზრუნავი, უპირველეს ყოვლისა მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, რათა თითოეული მათგანი დავიცვათ.

შესაბამისად, რეკომენდაციები დაცული უნდა იყოს ყოველმხრივ. ნიღაბი, რომელიც აბიტურიენტებს უნდა ეკეთოთ, შესაძლებლობა აქვთ მათთვის კომფორტული თავად შეარჩიონ, ამ მხრივ ისინი შეზღუდულები არ არიან. თუმცა, საგამოცდო სივრცეებში მათ ნიღბები აუცილებლად დახვდებათ.

იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი რეკომენდაციებს არ დაემორჩილება, პირველ ეტაპზე ის მიიღებს გაფრთხილებას, რადგან ნიღბის მოხსნის შემთხვევაში, რისკები გაიზრდება.

რაც შეეხება ჯანმრთელობის პრობლემის მქონე აბიტურიენტებს, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უკვე განაცხადა, თუ აბიტურიენტის მიერ წარმოდგენილი იქნება დადასტურებული ცნობა, რომ მისთვის რაიმე განსაკუთრებული პირობებია საჭირო, ეს არგუმენტი ყოველმხრივ გათვალისიწინებული იქნება. ასეთი აბიტურიენტებისთვის გვექნება ცალკე სივრცე. ჩვენ თითოეულ საგამოცდო ცენტრში გვეყოლება გადამზადებული მედპერსონალი, რომელთაც დამატებითი ტრენინგები ექნებათ გავლილი კოვიდინფექციასთან მიმართებაში. გვექნება ასევე ცალკე სივრცე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში, სხვადასხვა დიფერენცირება გვაქვს. ზღვარი დაყოფილია 37,5 გრადუსამდე და 37, 5 გრადუსის ზევით. ამით გათვალისწინებულია აბიტურიენტის სტრესული სიცხე. თუმცა, 37, 5 გრადუსის ზევით სიცხის შემთხვევაში, აბიტურიენტმა უნდა დაადასტუროს, რომ ეს არ არის კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებული სიცხე. ამისთვის აუცილებელია წინასწარი PSR ტესტირება, რომელიც ძალიან მაღალი სიზუსტისაა და ეს ტესტირება იქნება უფასოდ ჩატარებული.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სხვადასხვა შემთხვევებზე სხვადასხვა პროტოკოლით ვმოქმედებთ. სიმპტომური აბიტურიენტისთვის სხვა სივრცე გვაქვს, ასიმპტომურისთვის სხვა “- აცხადებს ნუნუ მიცკევიჩი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა