საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ბელარუსიის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
დინამო არენაზე, გოლი შეხვედრის მეორე ნახევრის 52 წუთზე, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 11 სექტემბერს, ასევე დინამო არენაზე მსოფლიოს ჩემპიონს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

















