logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
 ამირან გამყრელიძე: როდესაც ისმება საკითხი, რომ გამოცდებზე პირბადე  აბიტურიენტის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე იმოქმედებს, მემგონი ცოტა გადაჭარბებული შეფასებებია
ამირან გამყრელიძე: როდესაც ისმება საკითხი, რომ გამოცდებზე პირბადე აბიტურიენტის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე იმოქმედებს, მემგონი ცოტა გადაჭარბებული შეფასებებია
17:35 10.06.2020
ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებისთვის პირბადის გამოყენების აუცილებლობასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კიდევ ერთს განმარტებას აკეთებს. მისი აზრით, როდესაც ისმება საკითხი რომ გამოცდებზე პირბადის გამოყენება ახალგაზრდების ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე იმოქმედებს, ცოტა გადაჭარბებულია, რადგან პირბადე დღეს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია და ასე იქნება მანამ, სანამ კაცობრიობა კორონავირუსის პანდემიას არ დაძლევს.



"პანდემიის პერიოდში ეროვნული გამოცდები პირველად ტარდება. ამისათვის შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფი, სადაც ჩვენი დაწესებულებაც მონაწილეობდა, და ძალიან ინტენსიური კონტაქტი გვქონდა გამოცდების ეროვნულ ცენტრთან, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისა და სამინისტროსთან და თავისთავად, ჯანდაცვის სამინისტროსთან.



ჩვენს მიერ შემუშავდა რეკომენდაციები და ვფიქრობთ, რომ ამ მისი დაცვა მინიმუმამდე დაიყვანს საფრთხეს ინფექციის გავრცელების რისკისას.



რაც შეეხება პირბადეს, ინფექციის პრევენციისთვის, სოციალურ დისტანცირებასთან, ერთად ყველაზე მძლავრი იარაღია! ამიტომ როდესაც ისმება საკითხი, რომ 3-4 საათი, გამოცდების პერიოდში, ახალგაზრდებს პირბადე თუ უკეთიათ იმოქმედებს მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე, მემგონი ცოტა გადაჭარბებული შეფასებებია. მაშინ ჩვენ ექიმებმა რა ვქნათ, როდესაც პირბადით ვმუშაობთ?



დღეს, პირბადე ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია და ასე იქნება მანამ, სანამ კაცობრიობა კორონავირუსის პანდემიას არ დაძლევს. არ შეიქმნება ვაქცინა, კორონავირუსის ვურულენტობა არ შემცირდება , ანდა არ გამომუშავდება ე.წ. ფართო იმუნიტეტი საზოგადოებაში.





ამიტომ, უნდა მივეჩვიოთ, რომ დახურულ სივრცეებში, სადაც შედარებით ბევრი ადამიანი იკრიბება, აუცილებელი გახდება პირბადის ხმარება. შესაბამისად, ზედმეტი აქცენტი, რომ ეს იმოქმედებს აბიტურიენტის აკადემიურ მოსწრებაზე და ა.შ. მემგონი არ ღირს ამაზე ხაზგასმა. კი, მცირე დისკომფორტი არის, გასაგებია, მაგრამ უზარმაზარ გამოწვევასთან გვაქვს საქმე. მსოფლიოში პანდემიაა, ყოველდღიურად 100 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება და სამწუხაროდ გარდაცვალების რამდენიმე ათასეული შემთხვევებია. უზარმაზარ მტერთან აქვს საქმე კაცობრიობას. ამიტომ, კეთილი უნდა ვინებოთ და ის მთავარი რეკომენდაციები საზოგადოებრივია, ინდივიდუალური ჰიგიენაა , პირბადის ხმარებაა თუ სოციალური დისტანცირება, კი, არის ოდნავ დისკომფორტის მომტანი, მაგრამ ამის გარეშე არ გამოვა.



სანამ არ შეიქმნება პირდაპირი მოქმედების წამალი, რომელიც 2-3 დღეში კორონავირუსით ავადმყოფს განკურნავს, ან არ შეიქმნება პრევენციული ვაქცინა რომლის გაკეთების შემდეგ აღარ დაგვემართება კორონავირუსული ინფექცია, მანამდე ეს მცირე დისკომფორტი გვექნება. თუმცა, ეს არ არის ისეთი დისკომფორტი, რომლის გამო ეროვნული გამოცდები ქვეყანამ გადადოს" - აცხადებს ამირან გამყრელიძე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა