logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კომუნიკაციების კომისიის ინოვაციურ პროექტ Sheamotsme.ge-ს 2019 წელს ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა
კომუნიკაციების კომისიის ინოვაციურ პროექტ Sheamotsme.ge-ს 2019 წელს ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა
15:28 10.06.2020
კომუნიკაციების კომისიის ინტერნეტის ხარისხის კონტროლის ინოვაციურ პროექტს ერთ წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. Sheamotsme.ge-ისმომხმარებლების რაოდენობა 2020 წელსაც დინამიურად იზრდება. 2019 წელს სჰეამოტსმე.გე-ის საშუალებით ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე 38,623 აბონენტმა შეამოწმა, საიდანაც ინტერნეტის ხარვეზი 400 -ამდე აბონენტს დაუფიქსირდა, დღეს ყველა მათგანს ხარისხიანი და სწრაფი ინტერნეტი მიეწოდება.



2019 წელს კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტის ხარისხის კონტროლის 24 საათიანი მექანიზმი - Sheamotsme.ge შექმნა. ინტერნეტის ხარისხისა და სიჩქარის კონტროლის მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირების მიზნით კომუნიკაციების კომისიამ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია განახორციელა. კამპანიის ფარგლებში სოციალურ მედიაში 6 ვიდეორგოლი განთავსდა. ვიდეორგოლები ჯამში 3,700,000-მა ინტერნეტ მომხმარებელმა ნახა. კამპანიის ფარგლებში, ინფორმაცია ვიდეოებთან ერთად, საინფორმაციო პოსტებითა და ბანერებით, სოციალური მედიის მეშვეობით, სულ 4,900,000-მა მომზმარებელმა მიიღო. კამპანიის შედეგად, ინტერნეტ მომხმარებლებმა უკვე იციან, რომ საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეუძლიათ შევიდნენ სჰეამოტსმე.გე-ზე, შეამოწმონ ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში კი, ამავე ვებ-გვერდიდან მარტივად გამოგზავნონ საჩივარი კომუნიკაციების კომისიაში, რომელიც მათ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.



შეგახსენებთ, რომ 2019 წელს კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი - Sheamotsme.ge შექმნა, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს. ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაზომოს ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება მიწოდებული ინტერნეტის ხარისხი მასსა და პროვაიდერ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. Sheamotsme.ge, როგორც მომხმარებელს, ასევე კომუნიკაციების კომისიას საშუალებას აძლევს 24 საათიან რეჟიმში დააკვირდეს, რამდენად იცავენ კომპანიები აბონენტების წინაშე აღებულ ვალდებულებებს. დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, კომუნიკაციების კომისია ინტერნეტის მიმწოდებელი კომპანიების მიმართ, კანონით გათვალისწინებულ ზომებს ატარებს.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა