logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქპატენტისა და EUIPO-ს ურთიერთთანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად მემორანდუმი წლის ბოლოს განახლდება
საქპატენტისა და EUIPO-ს ურთიერთთანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად მემორანდუმი წლის ბოლოს განახლდება
12:04 10.06.2020
საქპატენტის თავმჯდომარის მინდია დავითაძისა და ევროკავშირის ინტელექ-ტუალური საკუთრების ორგანიზაციის (EUIPO) აღმასრულებელი დირექტორის კრისტიან არშამბოს გაცნობითი შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. EUIPO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მინდია დავითაძეს საქპატენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. მხარეებმა განიხილეს საქპატენტისა და მისი სტრატეგიული პარტნიორის – EUIPO-ს თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების მიმდინარეობა.
მინდია დავითაძემ მადლობა გადაუხადა EUIPO-ს აღმასრულებელ დირექტორს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რომლის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მათ შორისაა საქპატენტის ბაზების EUIPO-ს სხვადასხვა ინსტრუმენტთან ინტერგაცია, რამაც უფრო მოქნილი და ეფექტიანი გახადა საქპატენტში საქმისწარმოების პროცესი, როგორც ექსპერტებისთვის, ისე მომხმარებლებისათვის. კერძოდ, უცხოელ მომხმარებლებს საშუალება მიეცათ საქართველოში რეგისტრირებული ნიშნების შესახებ ინფორმაცია EUIPO-ს ვებგვერდზე მოიძიონ, ქართველ განმცხადებლებს კი შესაძლებლობა გაუჩნდათ EUIPO-ს მონაცემთა ბაზებში ძიება განახორციელონ ქართული ინტერფეისის გამოყენებით.
თავის მხრივ, კრისტიან არშამბომ აღნიშნა, რომ საქპატენტი რეგიონში ლიდერი უწყებაა EUIPO-სთან წარმატებული თანამშრომლობის კუთხით. მან ხაზგასმით აღნიშნა საქპატენტის შეუფერხებელი მუშაობა კორონავირუსის (ჩOVID-19) პანდემიის პერიოდში, რასაც ადასტურებს ის, რომ ამ პერიოდში საქპატენტმა წარმატებით დაასრულა EUIPN-ის წევრების მიერ შემუშავებული სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის პრაქტიკის დოკუმენტების ადაპტაცია/დანერგვა და გახდა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების უწყებებს შორის პირველი, რომელმაც სრულად გაიზიარა ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკა სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინების ექსპერტიზასთან დაკავშირებით.
მხარეებმა, ასევე, განიხილეს EUIPO-სთან თანამშრომლობის ახალი პროექტის – EUGIPP-ის მიმდინარეობა. "ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ (EUGIPP)" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც ხორციელდება საქპატენტისა და EUIPO-ს ურთიერთთანამშრომლობით და მისი ბიუჯეტი შეადგენს 1,2 მლნ. ევროს. პროექტი მიზნად ისახავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისათვის მოქმედი ინსტიტუციების გაძლიერებას, კანონმდებლობისა და პრაქტიკის დაახლოებას და ჰარმონიზაციას. პროექტის ფარგლებში, ხორციელდება საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალის საძიებო ინსტრუმენტის – ჰარმონიზებული მონაცემთა ბაზის (HDB) დანერგვა და, ასევე, იგეგმება ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.
მინდია დავითაძემ იმედი გამოთქვა, რომ უწყებებს შორის გაფორმდება ახალი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და, პანდემიის დასრულებისა და ქვეყნებს შორის თავისუფალი მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, კრისტიან არშამბო სამუშაო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
EUIPO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მინდია დავითაძის მიწვევა მიიღო და განაცხადა, რომ მოხარული იქნება, შესაძლებლობის შესაბამისად ეწვიოს საქართველოს. მან თანხმობა განაცხადა მემორანდუმის განახლებაზე, რომლისთვისაც მოსამზადებელ პროცედურებს ორგანიზაცია დაიწყებს დროულად, ისე, რომ შესაძლებელი გახდეს წლის ბოლოს მისი ხელმოწერა.
EUIPO არის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ევროკავშირის სასაქონლო ნიშნისა და დიზაინის მართვაზე და ახორციელებს ევროკავშირის სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინების რეგისტრაციას ერთი განაცხადის საშუალებით. ორგანიზაცია, ასევე, უზიარებს გამოცდილებას და ეხმარება პრაქტიკის ჰარმონიზებაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს და საერთაშორისო პარტნიორებს.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა