logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის მერია 300 ერთეულ მიკროავტობუსს შეისყიდის
თბილისის მერია 300 ერთეულ მიკროავტობუსს შეისყიდის
11:58 10.06.2020
თბილისის მერია 300 ერთეულ მიკროავტობუსს კვლავ შეისყიდის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი პროექტების დროებით შეჩერება მოუწია, თუმცა ეტაპობრივად, ყველა პროექტის განხორციელება გაგრძელდება.

"საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, როგორც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე და ბიზნესსექტორი დაზარალდა, ასევე, ზიანი მოგვადგა ჩვენ. წლის დასაწყისში ბევრი პროექტის განხორციელებას ვგეგმავდით და ეს წელი ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე, განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო. არსებულ ვითარებაში პროექტების დროებით შეჩერება და პრიორიტეტების გადანაწილება მოგვიწია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს პროექტები არ განხორციელდება - უბრალოდ დროში გადაიწევს. ყველა ტენდერის გამოცხადებას ვაპირებთ, მაგრამ ხელშეკრულებას ჯერ არ გავაფორმებთ. დაველოდებით, როგორ წარიმართება არსებული ვითარება. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოსწორდება და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, შემოსავლების შემოდინება ძალიან სწრაფად მოხდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა, რადგან ცენტრალური ბიუჯეტიდან თბილისის ბიუჯეტს დამატებითი ტრანსფერის სახით, თანხა გამოეყოფა.

"დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს დაახლოებით, 150 მლნ ლარზე მეტი დააკლდა. ეს ყველაფერი ძალიან ცუდია და აისახება იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც უკვე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ისე გავაკეთებთ, რომ ცოტა მოგვიანებით დავიწყოთ. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ჩვენ შევაჩერეთ, იყო მიკროავტობუსების შეძენა. შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადებული იყო. იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და მიკროავტობუსები ამ პოლიტიკის კომპონენტია. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს, რადგან კონსულტაციები გვქონდა და ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით, დამატებითი თანხების მიღების შესაძლებლობა მოგვეცა. ამ თანხებს მიკროავტობუსების შესაძენად გამოვიყენებთ. მუნიციპალიტეტი 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ეს მოხდება პირველ ეტაპზე და შემდგომში მიკროავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება", - აღნიშნა კახა კალაძემ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა