logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თორნიკე რიჟვაძე: კრიზისულ ეტაპზე მნიშვნელოვანი ინიციატივები განხორციელდა საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით
თორნიკე რიჟვაძე: კრიზისულ ეტაპზე მნიშვნელოვანი ინიციატივები განხორციელდა საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით
18:15 09.06.2020
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აჭარის უმაღლესი საბჭოს წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგა. თორნიკე რიჟვაძემ შეაჯამა COVID 19 -ის გავრცელების შეკავების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის მასშტაბით.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და აჭარაში შექმნილი რეგიონული შტაბის მუშაობის შედეგია ის, რომ დღეს რეგიონში ახალი ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს. ბათუმი გამოცხადდა მწვანე ზონად.

,,გაკეთდა მაქსიმუმი, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩენილიყო ელემენტარული ზრუნვის გარეშე. არ დაგვიკლია რესურსი რომ ჩვენი მოქალაქეები მშვიდად გამოსულიყვნენ ამ პროცესიდან. კონკრეტული სტატეგია, რომელიც მიზნად ისახავდა შეჩერებას, გულისხმობდა ეპიდოლოგების და პროფესიონალების რეკომენდაციების გათვალისწინებას და ეკონომიკის აღდგენას“ განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მყისიერად მოხდა ბიუჯეტში 23 მლნ ლარის მობილიზება. 7 300 000 ლარი გამოიყო საკარანტინე ზონების მოსაწყობად რეგიონში, რითაც 8600-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. საკარანტინე ზონები იყო შესაძლებლობა ეკონომიკური ზარალის წინაშე მდგომი სასტუმროებისთვის, შეენარჩუნებინათ პერსონალი და შესაბამისად ეს ადამიანები არ დარჩენილიყვნენ უმუშევრად. აჭარის მთავრობის ჩართულობით არაერთი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში.

აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახებისთვის 7000 სასურსათო კალათის შესაძენად 367 332 ლარი დაიხარჯა. არ დარჩენილა არც ერთი მოწყვლადი ოჯახი სასურსათო კალათის გარეშე.

10 დღის განმავლობაში აეწყო ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო და მოეწყო როგორც კოვიდ 19 მართვის კლინიკა, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროდან გამოიყო 9 000 000 ლარი.

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმით მხოლოდ აჭარაში 6000 ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, კრიზისულ ეტაპზე სხვადასხვა ინიციატივა განხორციელდა, კერძოდ ინვესტორებისთვის 6 თვით მოხდა ვალდებულების გადავადება და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პირგასამტეხლოები არ დაკისრათ.

მიუხედავად იმის, რომ აჭარა იყო განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე როგორც საზღვრისპირა რეგიონი ჯანდაცვის სამინისტრომ მოახერხა რომ კლინიკური მართვის ნაწილში აჭარა იყო სამაგალითო რისთვისაც მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ექიმებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა