logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ICAO-ს ევროპის რეგიონის საავიაციო ხელისუფლებებმა COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული პროტოკოლები და საჰაერო მიმოსვლის განახლებისათვის აუცილებელი ღონისძიებები განიხილეს
ICAO-ს ევროპის რეგიონის საავიაციო ხელისუფლებებმა COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული პროტოკოლები და საჰაერო მიმოსვლის განახლებისათვის აუცილებელი ღონისძიებები განიხილეს
18:12 09.06.2020
ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა ონლაინ შეხვედრა (EURNAT-DGCA Meeting) გაიმართა. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პარიზის ბიუროს ეგიდით გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საჰაერო ტრანსპორტში დასაქმებულთა და მგზავრთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შემუშავებული საერთაშორისო გაიდლაინები, ასევე, ავიაციაზე COVID 19-ის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად გასატარებელი ერთობლივი ღონისძიებები განიხილეს.

სხდომაზე, რომელშიც 41 სახელმწიფოს ასზე მეტი დელეგატი იღებდა მონაწილეობას, ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა შეხვედრის თავმჯდომარის მოადგილის რანგში სიტყვით წარსდგა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ICAO-ს გენერალურმა მდივანმა დოქტორ ფანგ ლიუმ და პარიზის ბიუროს რეგიონალურმა დირექტორმა სილვია გერერმა.

თავის გამოსვლაში ლევან კარანაძემ ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის ჰარმონიზებული და ერთგვაროვანი მოთხოვნების დანერგვის მნიშვნელობას საჰაერო მიმოსვლის ოპერატიულ რეჟიმში აღდგენის მიზნით, ასევე პერსონალის სათანადო მომზადებას და კოორდინაციის გაუმჯობესებას რეგიონალურ დონეზე. „ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ თავიდან ავიცილოთ განსხვავებული პროცედურები და არაკოორდინირებული ზომები, რადგან ეს იქნება არაეფექტური და კიდევ უფრო შეაფერხებს საჰაერო მიმოსვლის აღდგენას“- განაცხადა სააგენტოს დირექტორმა.

შეხვედრაზე, ევროპის რეგიონის სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ICAO-მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელო მასალებს, რომლებიც ეხება კომერციული ოპერირების, სატვირთო გადაზიდვების, ჰუმანიტარული და რეპატრიაციული ფრენების ხელშეწყობას და ჯანმრთელობის რისკების შემცირების კომპლექსურ ღონისძიებებს. საავიაციო ხელისუფლებებს ეთხოვა აღნიშნული რეკომენდაციების ეროვნულ დონეზე დანერგვა და ICAO-სთან კოორდინირება. აღსანიშნავია, რომ საქართველომ, კერძოდ ჯანდაცვის სამინისტრომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან თანამშრომლობით უკვე შეიმუშავა პროტოკოლები აეროპორტებისა და ავიაკომპანიებისთვის, რომელშიც გათვალისწინებულია ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) სახელმძღვანელო მასალების ძირითადი მოთხოვნები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა