logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თორნიკე რიჟვაძე: მიუხედავად პანდემიისა, აჭარაში 3 ქალაქის მშენებლობის პროექტი და არსებული საინვესტიციო გარემო პოზიტიურ დინამიკას ქმნის
თორნიკე რიჟვაძე: მიუხედავად პანდემიისა, აჭარაში 3 ქალაქის მშენებლობის პროექტი და არსებული საინვესტიციო გარემო პოზიტიურ დინამიკას ქმნის
17:23 09.06.2020
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა რეგიონში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და მიმდინარე პროექტებზე.

მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა რეგიონში სამი ქალაქის მშენებლობის მნიშვნელობას და მიუხედავად კორონავირუსისგან შექმნილი გამოწვევებისა, ამ პროექტების მიმდინარეობის დინამიურობას.

„ვამაყობ, რომ მიუხედავად პანდემიისა არ გვაქვს გაჩერებული პროექტები. ჩვენ არ გაგვიჩერებია იმ სამი ქალაქის მშენებლობა, რომელიც დავიწყეთ დაახლოებით ერთი წლის წინ. ეს არის განათლების და მეცნიერების ქალაქი, რომელსაც, იმედი მაქვს წლის ბოლოს დავასრულებთ. ასევე იცით, რომ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა დავიწყეთ თებერვლის თვეში და მშენებლობა არც ერთი დღით არ გაჩერებულა. მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანია კერძო საინვესტიციო პროექტი - „მწვანე ქალაქი“ ქობულეთში. ყველა სანებართვო პროცედურა უკვე გავლილია და ამ ზაფხულს ძალიან მასშტაბურად დავიწყებთ სამუშაოებს. ეს პროექტი იქნება უპრეცედენტო როგორც ინვესტიციების მოცულობით, ასევე დატვირთვით და ტურისტული მნიშვნელობით“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რეგიონში განხორციელებული ეფექტური საინვესტიციო პოლიტიკის შედეგად, აჭარის საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდ ლარს აჭარბებს.

რაც შეეხება აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა მყარი ნარჩენების მართვის პროექტზე, რომლის ობიექტის მშენებლობაც მიმდინარეობს და წლის ბოლოსთვის დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 7 მილიონი ევროა.

აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტიც მიმდინარეობს, რომლითაც აჭარაში მცხოვრები 215 000 აბონენტი ისარგებლებს. პროექტის ბიუჯეტი 60 მილიონი ევროა და აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემის დანერგვას ითვალისწინებს.

აქტიურად მიმდინარეობს ასევე ბათუმის საფეხბურთო სტადიონის, ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა. ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის პროექტის განხორციელება დაიწყო.

საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, კრიზისულ ეტაპზე აჭარაში არაერთი ინიციატივა განხორციელდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა